დავით ნარმანიას კომენტარი მერიის თანამშრომლების "დახვეწილობის კურსებზე", რასაც დიდი ხმაური მოყვა

დავით ნარმანიას კომენტარი მერიის თანამშრომლების "დახვეწილობის კურსებზე", რასაც დიდი ხმაური მოყვა

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ეტიკეტის და პროტოკოლის ტრეინინგია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც მერიაში ეტიკეტთან და პროტოკოლთან დაკავშირებით ჩასატარებელ ტრეინინგებს გამოეხმაურა.

იხილეთ ვიდეო

მან მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, მეტი ყურადღებით იყვნენ, როცა თანამშრომელთა გადამზადების ტრეინინგებს გეგმავენ.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე უნდა ავიღოთ აქცენტი და ალბათ, ამ შემთხვევაში ასეც უნდა გაგვეკეთებინა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე ეტიკეტის და პროტოკოლის ტრეინინგია. ამიტომ მოვუწოდებ ზოგადად მერიის თანამშრომლებს, ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრეინინგებს და აქცენტი გავაკეთოთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრეინინგების ჩატარება და პერიოდულად თანამშრომლების გადამზადება.

"საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადამზადნენ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს, ტენდენციებს და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით იმ სიახლეებს, რაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, რაც ქალაქის მართვას და ზოგადად საჯარო სერვისების მიწოდებას გაცილებით უფრო ამარტივებს, ვიდრე მოძველებული მომსახურების ფორმები და სისტემები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის თანამშრომლებისთვის ეტიკეტის შემსწავლელი ტრენინგის ჩატარების საკითხს გუშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ როდესაც თბილისელებს უჭირთ, ასეთ ტრეინინგებზე თანხები არ უნდა იხარჯებოდეს.

"როდესაც დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უმძიმესი სოციალური პირობები, ათი ათასობით ლარი იხარჯება მერიის თანამშრომლების "დახვეწილობის კურსებზე", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი