ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასი გაიზარდა

ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასი გაიზარდა

ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასი გაიზარდა. როგორც ეკონომიკური პორტალი "ბიზნესპრესნიუსი" წერს, 5 დეკემბერს Gulf-ში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა. 8 ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე G Force პრემიუმი 1. 89 ლარი ღირდა, დღევანდელი მონაცემებით კი ფასი 1,94 ლარია. G force ევრო რეგულარი 1,79-იდან 1, 84 ლარამდე გაძვირდა, "ევრო რეგულარი" 1,69-დან 1,74-მდე, რაც შეეხება ევრო დიზელის საწვავის ღირებულებას, 1,85-დან 1,90 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება "ვისოლს", კომპანიის მიერ რეალიზებული საწვავი 4 დეკემბრის შემდეგ 4-5 თეთრით გაძვირდა. დღეისათვის "ვისოლში" "ეკო სუპერი" 2,09 ლარი, "ეკო პრემიუმი" 1,94 ლარი, "ეკო რეგულარი" 1,84 ლარი, ხოლო "ეკო დიზელი" 1,90 ლარი ღირს.

ამ დრომდე ფასები არ გაუძვირებია "ლუკოილს", როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჯერჯერობით ცვლილება არ იგეგმება. ფასების კორექტირება არ მომხდარდა არც "სოკარში."

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზარზე "პლატცის" ფასის მატებამ გამოიწვია, რასაც თან დაერთო ლარის კურსის გაუფასურების ფაქტორიც.

"ამ ეტაპზე რამე მოლოდინზე საუბარი რთულია. ჩვენ პირდაპირ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ფასზე, რომელიც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ იზრდება. მიზეზი ოპეკის წევრი ქვეყნების შეთანხმებაა ნავთობმოპოვების კვოტების შემცირებასთან დაკავშირებით. რთულია, რაღაც ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთო,"- აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში.

საწვავის ფასი ერთ ლიტრზე 5 თეთრით ზოგიერთ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზეც გაძვირდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი