26 წლის ასაკში დაწყებული წარმატებული ბიზნესის ისტორია

26 წლის ასაკში დაწყებული წარმატებული ბიზნესის ისტორია

26 წლის ასაკში დაწყებული ბიზნესის წარმატების 11-წლიანი ისტორია - ასეთია სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" დამფუძნებლის ივა ჭყონიას ბიზნესისტორია.

კომპანია "გრანდი" ტკბილეულობის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 500-მდე სხვადასხვა პროდუქტის იმპორტს ახორციელებს.

"ბიზნესპრესნიუსი" დღეს ივა ჭყონიას ბიზნესპერსონაზე გიამბობთ - როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში, ჰქონდა თუ არა გამოცდილება, რა იყო პირველი ხელფასი, სამსახური, რა სირთულეები იყო და არის ბაზარზე და ა.შ.

პირველი სამსახური

პროფესიით ეკონომისტის ივა ჭყონიას პირველი სამსახური "კოკა-კოლა" იყო, სადაც 1996 წელს, 17 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. მაშინ ჯერ სტუდენტი იყო და მისი პირველი ხელფასი გაყიდვების მენეჯერის პოსტზე 250 ლარი იყო. ამის შემდეგ იყო უკვე ფასთ ფუდი "მალი"; საქენერგო; კომპანია იუნიკი, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა - იყო დირექტორის მოადგილე, საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, გაყიდვების მენეჯერი და სხვა.

"ცხრაწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ 2005 წელს მე და ჩემმა მეგობარმა ზვიად ჯიქიამ დავაარსეთ კომპანია "გრანდი". დღესაც პარტნიორები ვართ და კომპანიის 50-50%-იან წილებს ვფლობთ. ამ პროფილით დიდი ხანი ვმუშაობდით და დისტრიბუციაში ორივეს საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა.

"ფაქტობრივად მომზადებული ვიყავი, რომ დამოუკიდებლად რაღაც მეწარმოებინა, თუმცა, რომ არა სამუშაო გამოცდილება, კონტაქტები ამ ყველაფრის გაკეთება გამიჭირდებოდა. რა თქმა უნდა, რისკ ფაქტორები იყო, მაგრამ რისკი ღირდა. ლომის წვლილი ჩემს მეგობარს მიუძღვის, რადგან რომ არა მისი დაჟინებული თხოვნა, მარტო ალბათ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი".

ბიზნესმენის სამუშაო პრაქტიკაში სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობის პერიოდიც იყო, როდესაც 2008 წელს ძველი თბილისის რაიონის ჯერ გამგებლის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით გამგებელიც იყო. როგორც თავად ამბობს, მაშინ გარკვეული ტენდენცია იყო, რომ თანამდებობაზე შემოსავლით უზრუნველყოფილ ადამიანებს ნიშნავდნენ, რადგან კორუფციის რისკები ნაკლებად ყოფილიყო.

ჭყონია დღეს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში მისი ინიციატივით შეიქმნა და რომლის მიზანიც მისივე თქმით, სფეროში არსებული ხარვეზების საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრაა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი