მომავალი წლიდან გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზეც გაიზრდება

მომავალი წლიდან გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზეც გაიზრდება

საწვავთან ერთად საავტომობილო ზეთების ფასიც გაიზრდება, - აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკური პორტალი "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც Bpn.ge წერს, მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მომავალი წლიდან აქციზის გადასახადი არა მარტო ავტომობილებსა და საწვავზე, არამედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზეც გაიზრდება. კანონპროექტის მიხედვით, ზეთებზე აქციზი 400-დან 800 ლარამდე გაიზრდება.

"2017 წლის 1-ელი იანვრიდან ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე, აქციზის განაკვეთები გაიზრდება. კერძოდ: 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი იზრდება 250 ლარიდან 500 ლარამდე, 1 ტონა დიზელზე - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე," - ნათქვამია საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში.

"ეკოტრანსპორტცენტრის" ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აქციზის ზრდა პროდუქტის ფასზეც აისახება და საზეთსაპოხი მასალები დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდება.

"იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები არა მგონია დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ, უბრალოდ მოუწევთ ფასის გაზრდა. რაც საბოლოოდ პროდუქტის საცალო თვითღირებულებაზე აისახება. მეორე მხრივ, შეიძლება უფრო დაბალი საზეთსაპოხი მასალების მოთხოვნა გაჩნდეს. ეს კი ცუდია, რადგან დაბალი ხარისხის ზეთების გამოყენება პერიოდულად ავტომობილების ტექნიკურ გაუმართაობას იწვევს, რაც საბოლოოდ, ეკოლოგიაზე უარყოფითად აისახება," - განაცხადა ურუშაძემ.

ავტოექსპერტი ზურაბ ბეჟაშვილი კი აღნიშნავს, რომ საჭიროა განმარტება - აქციზი იზრდება 1 ტონაზე თუ 100 ლიტრ საავტომობილო ზეთზე. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენით გაძვირდება პროდუქცია. მისივე თქმით, თუ აქციზი 1 ტონა ზეთზე 800 ლარამდე გაიზრდება, თავად ლიტრი ზეთის საფასური დაახლოებით, 80 თეთრით ან 1 ლარით მოიმატებს.

ბეჟაშვილი მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარკვეულწილად, ალბათ, კონტრაბანდაც იჩენს თავს. გარდა ამისა, თავად მოქალაქეები მოძებნიან იაფფასიან ზეთს, ზოგი არ გამოცვლის ზეთს, რადგან ძვირი ეღირება, რაც გარემო პირობებს უფრო მეტად დააბინძურებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი