საქართველოში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ყინვა გაძლიერდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში, შავი ზღვის სანაპიროს რაიონებში -3, -5 გრადუსი დაფიქსირდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში შესაძლოა -13, -14 გრადუსი დაფიქსირდეს.

ტემპერატურის მკვეთრად დაცემაა მოსალოდნელი მაღალმთიან რაიონებში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსიდან -20 გრადუსამდე იქნება, დედაქალაქში კი ტემპერატურა - 5, -6 გრადუსამდე დაეცემა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე კვლავინდებურად ფიქსირდება ლიპყინული და ნარჩუნდება საშიშროება. ხვალ დილიდან კი, დღის ბოლომდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი. საღამოს საათებში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ხოლო ღამის საათებში - ძლიერი თოვა. 8 დეკემბრს თოვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი - ქარბუქი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი