იანვრიდან მარჯვენასაჭიანის ყიდვა ფუფუნება გახდება - რამდენით გაძვირდება ავტომობილები საქართველოში

იანვრიდან მარჯვენასაჭიანის ყიდვა ფუფუნება გახდება - რამდენით გაძვირდება ავტომობილები საქართველოში

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ახალი წლიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზი იზრდება.

აქციზის განაკვეთის ცვლილებები უკვე ასახულია კანონპროექტში, რომელიც განსახილველად პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა. "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია 2 000 მ3 (ე.წ. 2,0-იანი ძრავის) მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილის აქციზის მოქმედი და მოსალოდნელი გადასახადი მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის. ღირებულება დაანგარიშებულია ლარებში.

ჩვენ 2 000 მ3 ძრავის მქონე ავტომობილის აქციზის გადასახადი შემოგთავაზეთ, რადგან ქვეყანაში არსებული ავტომობილების დიდი ნაწილი სწორედ ამ მოცულობის მქონეა.

კანონპროექტის თანახმად, ავტომობილის განბაჟების ახალი ფასები 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. გარდამავალ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები დაიბეგრება აქციზის განაკვეთების ცვლილებამდე არსებული განაკვეთით, თუ შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირება დაწყებულია არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა.

საქართველოში ძირითადი მოთხოვნა 11 წლის და უფრო ძველ ავტომობილებზეა. აქციზის გადასახადის მნიშვნელოვანი ზრდა კი სწორედ ამ ასკობრივი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილის საერთო ღირებულება ავტომფლობელების დიდი ნაწილს გაეზრდება. მაგალითად, თუ ადრე 14 წელზე ძველი 2.0 მ3 მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილისთვის აქციზის გადასახადი 1 600 ლარი იყო, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ 4 600 ლარი იქნება. მარჯვენასაჭიანისთვის კი ეს ღირებულება 13 800 ლარი გახდება.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი