საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და BTU- ს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება საქმიანობა, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეცნიერების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას, სამუზეუმო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორქიფანიძის განმარტებით, ეს ის შემთხვევაა, როცა ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს კვეთს და შედეგად, ახალი, ღირებული პროექტები იქმნება.

"ყველა ვთანხმდებით რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ისტორიას. ასევე ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ტექნოლოგიების განვითარება აუცილებელია. ჩვენ კი ამ ორი სფეროს სინთეზს მოვახდენთ. ეს მემორანდუმი კონკრეტული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ეროვნული მემკვიდრეობის კვლევასა და მოვლა-პატრონობაში თანამედროვე ტექნოლოგიები შემოვა. ჩვენ ბევრი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამაც გვექნება," - განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეს, სადაც ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები ინტეგრირდება. უნივერსიტეტის ბაზის დახმარებით, ქართული კულტური მემკვიდრეობის უკეთესი დაცვა და პოპულარიზაცია მოხდება.

"მემორნადუმი გაფორმდა დღეს, თუმცა მუშაობა უკვე დაწყებულია. ეს გულისხმობს კონკრეტულ სამუშაოებს, რომლებიც განხორციელდება ინოვაციების საშუალებით და კულტურის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ტექნოლოგიები და თანამედროვე მიდგომები კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებს დაეხმარება, ასევე ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას მოახდენს საერთაშორისო ასპარეზზე," - თქვა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

მხარეების განცხადებით, ეს იქნება გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც კარგ შედეგებს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონსაც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი