"ოჯახი არ მყავს და ჩემი შვილი როგორ გაიტანდა ადამიანს?" - რას პასუხობს მამა ბართლომე ცოტნე გამსახურდიას

"ოჯახი არ მყავს და ჩემი შვილი როგორ გაიტანდა ადამიანს?" - რას პასუხობს მამა ბართლომე ცოტნე გამსახურდიას

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ერთი თვის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ნიკა ყოლბაია ემსხვერპლა. ყოლბაიას "ზებრა" გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის შემდეგ მძღოლი დააკავეს, თუმცა როგორც ცნობილია, იგი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მომხდარს სოციალურ ქსელში უამრავი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტი გაავრცელა ცოტნე გამსახურდიამაც. მისი ინფორმაციით, მძღოლი მღვდელ ბართლომე ფირცხალაიშვილის შვილია. მამა ბართლომეს საზოგადოება კარგად იცნობს, ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მეგობარია და ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა. Ambebi.ge მამა ბართლომეს დაუკავშირდა:

- ბერი ვარ, ოჯახი არ მყავს და ჩემი შვილი როგორ გაიტანდა ადამიანს? ვნახე ცოტნე გამსახურდიას პოსტი, აშკარად ჩემზე წერს, მაგრამ მე შვილი არ მყავს. ასე გულიანად დიდი ხანია არ მიცინია. გაგახაროთ ღმერთმა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ ასევე: "ეს ბიჭი აღარ არის...თავხედი მძღოლის ქმედებას შეეწირა" - რატომ ხდება მოქალაქეებისთვის "ზებრა" საბედისწერო გადასასვლელი

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

უახლესი ცნობები ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"აქაურობა ჩემთვის სოხუმის სახლივით ძვირფასია" - რას იხსნებს  "ინტერპრესნიუსის"  20 წლის იუბილეზე  ჟურნალისტი, რომელიც სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს