"თითქმის ყველა ფორმის ძალადობა გამომიცდია... 18 წლის მონატაცები გოგო უკან ვერ დავბრუნდებოდი..."

"თითქმის ყველა ფორმის ძალადობა გამომიცდია... 18 წლის მონატაცები გოგო უკან ვერ დავბრუნდებოდი..."

ანა თოდუა, 38 წლის, ზუგდიდი

"თითქმის ყველა ფორმის ძალადობა გამომიცდია დიდი ხნის მანძილზე. მე ადრეული ქორწინების და პირველი დღიდანვე ძალადობის მსხვერპლი ვარ, რადგან მანქანაში ჩამაგდეს და ისე წამიყვანეს. საზოგადოების დამოკიდებულება იყო, რომ არ შეიძლებოდა 18 წლის მონატაცები გოგო უკან დაბრუნებულიყო. ამ და სხვა გარემოებების გამო, ვამჯობინე დავრჩენილიყავი იმ ადამიანთან, ვისაც მანამდე არც კი ვიცნობდი. სანათესაომ და მშობლებმაც ასე გადაწყვიტეს...

თავიდანვე მძიმე ძალადობა არ ყოფილა, თუმცა სხვადასხვა ფორმა, ცხადია, იყო. ახლა კი ვამბობ, როგორ შეიძლებოდა ამაზე თვალი დამეხუჭა, მაგრამ რადგან სწავლის გაგრძელების უფლება მომცეს მეგონა, რომ იდეალურ პირობებში ვიყავი. სწავლის დროს ჯერ ერთი, მერე მეორე შვილი გავაჩინე და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობები იყო. უფრო სწორად, მე ვქმნიდი ამას იმით, რომ ჩემი ქმრისგან რაც არ უნდა აკრძალვები ყოფილიყო, ვცდილობდი ის არ გაბრაზებულიყო და ამ ფონზე რამე არ მომხდარიყო. ასე მივყვებოდი დინებას, სულ ვთმობდი და ვთმობდი... ამ დროს ძალიან მეამბოხე სულის ადამიანი ვარ, მაგრამ ჩაბეჭდილი მქონდა, რომ ოჯახი წმინდა უნდა ყოფილიყო, რომ მისი ამბები გარეთ არ გასულიყო და დედაჩემის ყურამდეც არ უნდა მისულიყო. ამიტომ, ისე ლამაზად ვფუთავდი ამას, ყველას ეგონა, რომ ვარ ძალიან კარგ სიტუაციაში და იდეალურ პირობებში. ქორწინების მეთოთხმეტე წლისთავზე მან ოფიციალურად გაიჩინა სხვა. არც მანამდე დამკლებია ხელი, მაგრამ ამის მერე უფრო გახშირდა აგრესია და უპატივცემულობა უფრო მეტი იყო, რომ "შენ საერთოდ რას წარმოადგენ, ან ვინ ხარ და რას ჰგავხარ... ". სწორედ ამან იმოქმედა ჩემზე, რომ მებრძოლა იმის წინააღდეგ, რაც ჩემს თავს ხდებოდა.

მისი ყოველი სიმთვრალე, ჩემთვის იყო ნერვიული შეტევა. ვკანკალებდი ხოლმე, რომ მოვიდოდა და რამეზე შარს მოგვდებდა. ერთ-ერთი პათოლოგიური სიმთვრალის და ჩხუბის შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად მახრჩობდა და შემდეგ დედამისზეც გადავიდა, რადგან დედა მე მიცავდა, გამოიძახეს პატრული. პატრულმა გამოწერა შემაკავებელი ორდერი. იმ დღის მერე, ჩემი ქმარი, თითქმის, ნახევარი წელი არ მოსულა სახლში, საკუთარ დასთან ცხოვრობდა. ბოლოს, საახალწლოდ შვილი ძალიან მოენატრათ მის მშობლებს და სთხოვეს წამოსულიყო სახლში. ის მოვიდა ახალ წელს და მე 7 იანვარს წამოვედი სახლიდან, იმდენად გაუსაძლისი გახადა ის 6 დღე... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი