პარლამენტის შენობასთან ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

პარლამენტის შენობასთან ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ორგანიზებით, პარლამენტის შენობასთან ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდა ასევე ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი".

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. მათი მოთხოვნაა, პარლამენტმა შედარებით ლიბერალური კანონი მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ აქვს. მან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველ პარტიას, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად მათ დრო 31 დეკემბრამდე აქვთ.

"წინა მოწვევის პარლამენტში არაერთი ინიციატივა შევიმუშავეთ და წარვუდგინეთ პარლამენტს, თუმცა, მათ არ მოგვისმინეს. ჩვენ დღესაც გვაქვს პარლამენტში შესაბამისი მოთხოვნები გადაგზავნილი და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენს კეთილ ნებას და შეცვლის იმ მანკიერ ტრადიციას, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა სხვადასხვა მმართველობების მხრიდან. ჩვენ ხელისუფლებას მივეცით 31 დეკემბრამდე ვადა, რათა შეცვალონ არსებული კანონები და ის გახდეს უფრო ლიბერალური, როგორიც არის მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი მოთხოვნა. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და ჩვენ აუცილებლად 31 დეკემბერს ჩავატარებთ იმ აქციას, რომელიც გვაქვს დაანონსებული", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

აქციას შეუერთდნენ "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებითაც, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან შეიცვალოს დამოკიდებულება ნარკომომხმარებელთა მიმართ. "თეთრი ხმაურის" მოძრაობა 10 დეკემბერს მასშტაბურ აქციას გამართავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი