”ნუ მოჭრი - მორთე” - ქართული კომპანიები საახალწლოდ ქუჩებში ნაძვის ხეებს მორთავენ

”ნუ მოჭრი - მორთე” - ქართული კომპანიები საახალწლოდ ქუჩებში ნაძვის ხეებს მორთავენ

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებაში საზეიმო განწყობა მატულობს. ყოველდღიურად იზრდება მორთული ფანჯრების რაოდენობა მაღაზიებსა თუ სახლებში. ყველა ელოდება კულმინაციას - ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას. მანამდე კი კომპანიების უმეტესობამ უკვე მორთო ნაძვის ხე, რომ მომხმარებლებს სასაიამოვნო და საახალწლო განწყობით დახვდნენ.

ამ სამზადისის პარალელურად, გარემოს დაცვის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით ”ნუ მოჭრი - მორთე”. გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ნაძვის ხის მოჭრისგან.

”შევქმნათ საზეიმო განწყობა ისე, რომ ხეები არ მოვჭრათ,” - თქვა გარემოს დაცვის მინისტრმა.

აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.

კამპანიას გამოხმაურება მოყვა კერძო სექტორის მხრიდან. რამდნიმე კომპანიამ უკვე შეარჩია ხე, რომელსაც უახლოეს დღეებში გაალამზებენ და ასე წარმოაჩენენ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას.

”ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მსგავს პროექტებს. კომპანია iTechnic-ი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა და აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით ღონისძიებებში. ჩვენ ხშირად ვიღებთ მონაწილეობას როგორც დასუფთავების, ისე გამწვანების აქციებში. ამჯერადაც ვუერთდებით კამპანიას ”ნუ მოჭრი - მორთე.” გვინდა, მოვუწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს და სხვა კომპანიებსაც, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ კამპანიაში, ნუ მოჭრიან ხეებს და მორთონ ჩვენთან ერთად,” - განაცხადა ”აიტექნიკის” აღმასრულებელმა მენეჯერმა სალომე გუგეშაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი