როგორ აისახება ლარიზაცია ბინების ფასებზე?

როგორ აისახება ლარიზაცია ბინების ფასებზე?

კარგა ხანია, რაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ლარიზაციას ასახელებენ.

ლარიზაცია - ეს არის პროცესი, როდესაც ეროვნული ვალუტის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება და ეკონომიკური აგენტები ტრანზაქციებისათვის უპირატესობას მას ანიჭებენ. ლარიზაციის მნიშვნელობას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს: ფაქტია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ქვეყნები, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალი იყო, უფრო მეტად დაზარალდნენ. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზეც, რომ ლარიზაციას დიდი დრო დასჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელი, სადაც დოლარიზაციის 80%-დან 40 პროცენტამდე შემცირებას 20 წელი დასჭირდა. "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორ აისახება ეს პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროზე - უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს უცხოურ ვალუტაში აწარმოებს.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო "კიბეს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ამბობს, ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო უძრავი ქონების ბაზარს მძიმე დღეები დაუდგა.

"სიტუაცია არც ისე სახარბიელოა - ლარის კურსის ცვლილებამ ყველაფერზე იმოქმედა და უარყოფითად იმოქმედა უძრავი ქონების ბაზარზეც. გაყიდვები შემცირებულია ისევე, როგორც ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი. რაც შეეხება ლარიზაციას, გააჩნია, რა კურსით იმუშავებენ სამშენებლო კომპანიები. თუ ბინის ღირებულება ისევ დოლარის კურსზე იქნება მიბმული, მყიდველისთვის მნიშვნელობა არ ექნება საბაზრო კურსით მოუწევს დოლარის ყიდვა, თუ პირდაპირ, უცხოური ვალუტის გადახდა. ლარიზაცია ჩვენს ბიზნესზე დადებითად იმოქმედებს, თუ მყიდველს ბინის ღირებულებას ლარში დაუფიქსირებენ და ფასები დოლარის კურსის მიხედვით არ შეიცვლება, თუ ასე არ მოხდება - რა აზრი აქვს?" - აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი