საქართველოში სიზმრების მოგროვება იწყება - სოციალური ქსელი, რომელიც "დრიმერებს" დააკავშირებს

საქართველოში სიზმრების მოგროვება იწყება - სოციალური ქსელი, რომელიც "დრიმერებს" დააკავშირებს

სოციალური ქსელი, რომელიც "დრიმერებს" დააკავშირებს, მალე საქართველოში გამოჩნდება. თუ სხვა სოციალურ ქსელებში ადამიანები საერთო ინტერესების მიხედვით მეგობრდებიან, სიზმრების შემგროვებელ სოციალურ ქსელში, საერთო სიზმრების მქონე ადამიანებს შეეძლებათ დამეგობრება. ვებგვერდთან ერთად შეიქმნება აპლიკაციაც, რომელიც სიზმრებს შეინახავს.

პროექტზე ქართველი ინოვატორი და ენთუზიასტი ზურა ჯიშკარიანი მუშაობს. მისი მიზანი სიზმრების მოგროვება და ხალხის ქვეცნობიერის გამოვლენაა.

ზურას განმარტებით, აპლიკაციაზე რუკაც იქნება მიბმული და სიზმრების კარტოგრაფია გაკეთდება. "საქართველოში სიზმრები ძალიან აქტუალურია.

არცერთ სხვა ენოვან Facebook-ზე ამდენი ადამიანი არ პოსტავს სიზმრებზე, რამდენსაც - საქართველოში.

ამიტომაც გადავწყვიტე ამ საკითხზე მუშაობა. ამჟამად მსგავსი აპლიკაციები არსებობს. მაგრამ ჩვენს პროექტს ორი განმასხვავებელი ნიშანი ექნება.

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა Iphone-ის აპლიკაცია შექმნა

ჩვენი შეგროვებული სიზმრები მიბმული იქნება ქალაქის რუკაზე. მიღებული კარტოგრაფიით, შეგვეძლება ვნახოთ, როგორ სიზმრებს ნახულობენ საბურთალოზე, ვაკეში ან ვარკეთილში. მეორე მხრივ კი, ეს არ იქნება უბრალოდ სიზმრების შემგროვებელი აპლიკაცია. ჩვენ შევქმნით სოციალურ ქსელსაც, სადაც მომხმარებლებს საკუთარი გვერდი ექნებათ, და სიზმრების საჯაროდ გამოქვეყნებას და პირადად შენახვას შეძლებენ," - განმარტავს ზურა ჯიშკარიანი. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი