შავი ზღვის სანაპიროზე სამი დღის განმავლობაში 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპიროზე სამი დღის განმავლობაში 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

უახლოესი სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. რაც შეეხება უშუალოდ ბათუმს, როგორც სინოპტიკოსი გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, ქალაქში ნალექი დღის განმავლობაში თოვლ-ჭყაპის სახით შენარჩუნდება. ხვალ კი დროგამოშვებით იწვიმებს.

ამ დროისათვის აჭარის მაღალმთიანეთში თოვს, ბათუმში კი წვიმს.

"ამ დროისთვის შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა ფიქსირდება. ბათუმში დღის მეორე ნახევარში ნალექია მოსალოდნელი. მომდევლო სამი დღის განმავლობაში სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით 2, ღამით - 4 გრადუსი იქნება," - აცხადებს გიორგი ბაჯელიძე.

როგორც სინოპტიკოსი განმარტავს, ბათუმში არამდგრადი ამინდი 12 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი