რით განსხვავდება ერთმანეთისგან ჩემი და ჩემი შვილის ახალი წელი

რით განსხვავდება ერთმანეთისგან ჩემი და ჩემი შვილის ახალი წელი

ახლოვდება ახალი წელი და ყველა მშობელი გაფაციცებული დაეძებს ინფორმაციას, სად შეიძლება ბავშვის წაყვანა ისე, რომ მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს გართობითაც და საჩუქრებითაც, არც მშობელი დაიქანცოს უხალისო გართობით, რიგში დგომით თუ ქუჩის ღონისძიებაზე გათოშვით.

ასეთივე მშობელი ვარ მე და რომ გადავხედავ ხოლმე ღონისძიებების სიას და ჩავერთვები ხოლმე დიდ აზარტში – რაც შეიძლება კარგად დავამახსოვრო ბავშვებს ახალი წელი, ძალაუნებურად ჩემი ბავშვობის ახალი წელი მახსენდება. ეს საოცარი ნოსტალგიაა, სევდით და სიხარულით სავსე. მახსოვს, როგორ მეჩქარებოდა ახალი წელი, 12-ჯერ ზარის შემოკვრა და შინაური საჩუქრების შემდეგ რომელიმე მკაცრად დაგეგმილი და განსაზღვრული საბჭოური ნაძვის ხის ზეიმი. ყოველ წელს მეგონა, რომ უკეთესი იქნებოდა, უფრო მხიარული და უფრო კარგი საჩუქრებით, მაგრამ ყოველ წელს იყო ერთი და იგივე, გართობაც და სასაჩუქრე პარკიც – რამდენიმე ცალი კანფეტით, ერთი ცალი მანდარინით და ჰა-ჰა ერთი ვაშლითაც... მაგრამ როგორ მიხაროდა... ეტყობა, ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ წინ მშიერი და ბნელი 90-იანები იყო და ესეც მოენატრებოდათ იმ თაობის ბავშვებს. მაშინ ვერც კი ვიოცნებებდი იმაზე, რომ ჩემს შვილს ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი ექნებოდა ყოველ წელს და შემეძლებოდა, ჩემი და მისი გემოვნებით ამერჩია ნაძვის ხის ზეიმიც, გამრთობებიც და საჩუქრებიც კი...

როგორც უკვე ამ საქმეში გამოცდილი მშობელი, წელსაც კვლავ და კვლავ გადავხედავ ღონისძიებებს და შიგადაშიგ ჩემს მიგნებებს გაგაცნობთ – რას აღმოვაჩენ ყველაზე საინტერესოს და ოპტიმალურს ყველა მშობლისთვის.

ამჯერად ჩემი პირველი მიგნება მინდა გაგაცნოთ – შარშანდელი გამოცდილებით "ბიბლუსი ქიდსის" პროგრამას გადავხედე – შარშანაც მყავდა ბავშვები და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. საჩუქრებითაც და გართობითაც. წელს, როგორც პროგრამიდან ჩანს, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ორივე მხარე და ეგ კი არა, მშობლებზეც უზრუნიათ.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი