რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"

რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"

გიორგი მარშანია, იგივე ნინო ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' და თეკლა ჯავახაძე ერთმანეთს დაშორდნენ. გიორგი მარშანიას თქმით ადამიანები ერთმანეთს ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ შორდებიან. ამბობენ, გიორგის შეყვარებული ახალი როლის გამო დაშორდაო. თეკლას ამაზე გულიანად გაეცინა, მაგრამ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ისურვა და მათი დაშორების მიზეზი საიდუმლოდ დატოვა.

ამბობენ, დადებითი ემოციები გადამდებიაო და თეკლამაც გადაწყვიტა, ამ არასასიამოვნო სიახლეზე ლაპარაკის ნაცვლად, ჩვენთვის საახალწლო განწყობა გაეზიარებინა. ბევრს სჯერა, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სასწაულები ხდებაო, ამ აზრს გიორგი მარშანიას ყოფილი საცოლეც იზიარებს. ვინ იცის, რა სასწაულს უმზადებს ახალი წლის ფერია ახალგაზრდა მსახიობს?!

- რომელია თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმი?

- ბევრია ასეთი, განსაკუთრებით მომწონს ""holiday"", ყოველთვის საახალწლო განწყობაზე მაყენებს.

- რა განსხვავებული საახალწლო ტრადიცია აქვს თქვენს ოჯახს?

- განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ და ამ დღეს ყველანი ერთად ვიკრიბებით, ამიტომ ყოველთვის ძალიან გვიხარია ახალი წლის მოახლოვება.

- რა მოგწონთ ყველაზე მეტად ახალი წლის?

- მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება, ყველა იღიმის და ცდილობს, კარგ ხასიათზე იყვნენ, განათებულია ქუჩები და ა.შ. გულწრფელად, რომ გითხრათ, შობა უფრო მიყვარს, ვიდრე ახალი წელი. შობას უფრო ავღნიშნავთ ხოლმე, თუმცა ორივე ერთ პერიოდშია. იანვარი ჩემი საყვარელი თვეა, ამ თვეშია ჩემი დაბადების დღეც... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი