მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი ლარის ვარდნასა და ხალხში გამოწვეულ პანიკაზე

 მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი ლარის ვარდნასა და ხალხში გამოწვეულ პანიკაზე

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გაკვირვებას იწვევს, რომ ზოგი ექსპერტი ლარის ვარდნასა და ამით გამოწვეულ პანიკაში ბანკს ადანაშაულებს.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის დოლართან მიმართებაში ვარდნა, პირველ რიგში, კომერციულ ბანკებს აზარალებს.

"ბოლო პერიოდში ლარის ვარდნამ პანიკა გამოიწვია. პანიკას კი კომენტარები მოჰყვა. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ ზოგი ექსპერტი ამ ყველაფერში ბანკს ადანაშაულებს. მე კატეგორიულად ვაცხადებ, ელემენტარული ცოდნაა საჭირო იმის გასაცნობიერებლად, რომ ნებისმიერი ვარდნა ლარის დოლართან მიმართებაში, პირველ რიგში, კომერციულ ბანკებს აზარალებს. ეს არ არის სათამაშო თემა. წყნარად ვუყურებდით ამას, მაგრამ ახლა კომენტარის გაკეთება გადავწყვიტეთ. საქართველოს საბანკო სისტემა, პირველ რიგში, არის დაინტერესებული, რომ ლარი მყარი იყოს", - განაცხადა ხაზარაძემ.

ბიზნესმენის განცხადებით, ლარის გაუფასურების დროს ბანკს ორი მხრიდან ექმნება პრობლემები.

"კომერციული ბანკების კაპიტალი უცხოურ ვალუტაში ითვლება. რადგან საქართველოს წამყვანი ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილი, ბევრი უცხოეული ინვესტორიც გვყავს. ამიტომ ლარის ნებისმიერი ვარდნა იწვევს კაპიტალის შემცირებას და ინვესტიციების დაკარგვას. მეორე მხარივ კი, ნებისმიერი ვარდნა პრობლემას უქმნის ჩვენს კლიენტურას. მათ სესხის დაბრუნება უჭირთ. მათი თანხა მიდის რეზერვში და ბანკის შემოსავალს აკლდება. ამ მიზეზების გათვალისწინებით, ცხადია, ბანკი პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ მყარი ეროვნული ვალუტა გვქონდეს," - აღნიშნა ხაზარაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი