ყოველი მეშვიდე მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვიდან ამოვარდება - "რეზონანსი"

 ყოველი მეშვიდე მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვიდან ამოვარდება - "რეზონანსი"

ასი ათასობით ადამიანი საყოველთაო დაზღვევის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი მთავრობის ახალი გადაწყვეტილებაა, რომელიც კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებს შეეხება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. სპეციალისტები გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა დაგვიანებულს უწოდებენ.

535 ათასი ადამიანი, რომელიც კერძო დაზღვევის პარალელურად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობდა, სამომავლოდ იგივე მომსახურეობას ვეღარ მიიღებს. მათ არჩევანის გაკეთება ერთ რომელიმე მომსახურებაზე მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქის დაზღვევაზე სახელმწიფო აღარ იზრუნებს.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებული მოქალაქეები საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ. ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს მეორე საკითხზე - ჯანდაცვის დაფინანსების მოქალაქეთა შემოსავლებზე "მიბმა".

"ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში ამბობს: "ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე", - აი, ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი დაზღვეულია კერძო სტრუქტურაში და ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს. აი, ეს გაიმიჯნება", - განაცხადა ზოიძემ.

დაზღვეულების გამიჯვნას, "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" დამფუძნებელი სერგო ჩიხლაძე სამართლიან, თუმცა დაგვიანებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი აზრით, ამ ორი სეგმენტის დაზღვევის გადახედვა აუცილებელი იყო და ახლო მომავალში სხვა საჭირო ღონისძიებების განხილვაც უნდა დაიწყოს.

"ეს განცხადება ცოტა დაგვიანებულიცაა, უფრო ადრე უნდა მოეყვანათ სისრულეში. ჩვენ დიდი ხანია, მთავრობას ვურჩევთ ამ საკითხების მოგვარებას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, გადაიფაროს საბიუჯეტო გადახარჯვა, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება. ძალიან კარგი, თუმცა დაგვიანებული ქმედება, მაგრამ ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტურობა ჰქვია  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი