კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:15 / 09-12-2016
პატარა მწყემსის წერილი თოვლის ბაბუას - ვინ არის ბიჭი, რომლის გულისამაჩუყებელმა სიტყვებმა "ფეისბუქი" მოიარა
ახალი წელი თოვლის ბაბუს და საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია, პატარების გულებს თოვლის ბაბუის სახელით ძირითადად მშობლები ახარებენ, თუმცა არსებობენ ბავშვები, ვის ოჯახსაც საშუალება არ აქვთ შვილს თუნდაც პატარა საჩუქარი გაუკეთონ და ახალ წელს გაახარონ...

მეათე კლასელი რაგულ გიგაშვილი ხაშურის მკვიდრია და საქონელს მწყემსავს. რაგულიმ თოვლის ბაბუას წერილი პირველად დაუწერა და ეს სოფელ ცოცხნარას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ სერაფიმე გოგალაძის დახმარებით გააკეთა. წერილი სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ბიჭი წერილში წერს: "გამარჯობა თოვლის პაპა, მე ვარ რაგული გიგაშვილი. ვარ ღარიბი, ვცხოვრობ სოფელში, ვწყემსავ ძროხებს და მინდა ხასკის ლეკვი, რომ მომეხმაროს და მობილური ტელეფონი. ძროხები რომ დამეკარგება და საძებნად წავალ სახლში რომ დავრეკო, მოვიდნენ თუ არაო. ასევე მგელმა რომ არ შემჭამოს. ვარ სკოლის მოსწავლე".

Ambebi.ge დეკანოზ სერაფიმეს დაუკავშირდა.

- ეს ბიჭუნა ჩემი მრევლია, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილია. მშობლებს სულ ხუთი ბავშვი ჰყავთ, გოგოები გათხოვდნენ. რაგული პატარაობიდან შრომობს, სიცხეში და ყინვაში საქონელს მწყემსავს. საკმაოდ რთულ პირობებში უწევს მუშაობა, რადგან ჩვენი რაიონი მგლებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
არის სავსე, მაგრამ რა ქნას, სხვა შემოსავალი მის ოჯახს არ აქვს. ღარიბი ოჯახია და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.

- მხოლოდ რაგულია შემომტანი ოჯახში?
- მამამისი მუშაობდა ადრე, მაგრამ ფილტვებზე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და აღარ შეუძლია მუშაობა. რაგული მწყემსავს საქონელს, ზოგი ფულს უხდის, ზოგი ისე ეხმარება და ასე გააქვს ცხოვრება.

- წერილი თავისი სურვილით დაუწერა თოვლის ბაბუას?
- მე გავიგე, რომ თურმე ბავშვები წერენ თოვლის ბაბუას საახალწლოდ წერილებს და შემდეგ კეთილი ხალხი ეხმარება მათ. ამიტომ ვუთხარი დაეწერა წერილი და დავაწერინე. ბევრჯერ გადარჩენილა მგლებისგან დაგლეჯვას რაგული, ამიტომ უნდა ჰყავდეს საკუთარი ძაღლი, რომელიც ტყეში დაიცავს. ხშირად დაკარგულა კიდეც და სურს ტელეფონი აჩუქოს თოვლის ბაბუამ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რისკის ქვეშ უწევს მას ლუკმა-პურის შოვნა, საოცრად შრომისმოყვარე ბავშვია, ფაქტიურად დაბადებიდან მწყემსია, მთელი სოფელი შეწუხებულია მისი ოჯახის სიღატაკით. ამიტომ ვთხოვ თუ ვინმეს შეუძლია დაეხმაროს მას და მისი ოცნებები აასრულოს.

რაგული გიგაშვილის დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 593931424

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
12:01 / 09-01-2017
რა უნდა ბავშვს ტყეში,რომელი მობილური დაიცავს მგლისგან ნეტა,განათლება მიეცით და უკეთესი მომავლის შანსი ბავშვს.და ვინც ხედავთ და იაზრებთ თქვენს გვერძე ვინმე დახმარებას საჭიროებს ადექით და დაეხმარეთ რა თოუვლის ბაბუებს და პაპებს ავალებთ თქვენ გასაკეთებელს,მთელმა ქვეყანამ უნდა შეაგროვოს ერთი მობილურის ფული?გავმათხოვრდით მთელი ქვეყანა,საქართველო სიღატაკის დიდ ჭაობად გადაიქცა.მობილურის არქონა კი არაა პრობლემა,მშობლების უპასუხისმგებლობა და ფეხებზე მკიდიაობაა პრობლემა.და ეს არ ეხება ერთ და ორს,ესეთი ძალიან ბევრია სამწუხაროდ.და ზოგადად აღარავის რომ არაფერი ადარდებს,და არავინ თავის მოვალეობას არ ასრულებს და ყველა სათავისოდ იყენებს ძალაუფლებას,მაგიტომაც ვართ ამ დღეში.ვისაც რეალურად შეუძლია ამ პრობლემების აღმოფხვრა ყურს არ იბერტყავს და ისევ გასაცოდავებული და ერთმანეთზე უარესად გაჭირვებული კითხულობს ასეთ სტატიებს და უარესად უმძიმდებათ სული.
lela
11:47 / 09-01-2017
და ერთი მობილური ვერ უყიდა მთელმა სოფელმა?და ძაღლიც აუცილებლად ხასკი უნდა იყოს?მთელმა ქვეყანამ უნდა შეაგროვოს ტელეფონის თანხა?კარგით რა.ვინც ასეთ რაღაცეებს აქვეყნებთ და ხედავთ თქვენს გვერძე გაჭირვებულია დაეხმარეთ თქვენვე,ამას ისევ გასაცოდავებული ხალხი კითხულობს,ვინც თავად დასახმარებელია,და ასეთებს მიაქვს გულთან ახლოს,და ვისაც მართლა აქვს შესაძლებლობა ყურსაც არ იბერტყავს.სტატიებზე გიცრემლიანდებათ ვითომ მარტო თვალები და თუ ხედავ ვიღაცას უჭირს ადექი და დაეხმარე.რაღა თოუვლის ბაბუებს და პაპებს ავალებ შენ გასაკეთებელს.მითუმეტეს მობილურებს ნასკებივით იცვლის უმრავლესობა.და თუნდაც 100 ლარიანი ტელეფონი გახადეთ სალაპარაკო.(მე თუ მკითხავთ მაგ ბავშვს ტელეფონზე და ძაღლზე მეტად სწავლა განათლება სჭირდება,რომ უკეთესი მომავალი ქონდეს,რა უნდა პატარა ბავშვს ტყეში მგლებთან,რომელი მობილური უშველის?თუ პატრონი ვერ ან არ აქცევს სათანადო ყურადღებას გარშემომყოფებმა მიაქციეთ ყურადღება,ვინც რეალურად ხედავთ რა პრობლემაც აქვს ბავშვს)სამწუხაროდ საქართველო სიღატაკის ერთ დიდ ჭაობად გადაიქცა,და პრობლემა რატომღაც ვიღაცისთვის მობილურის ქონა-არ ქონაა?გამათხოვრდა ქვეყანა და ეს არავის აწუხებს
lb
მსგავსი სიახლეები
+VIDEO წერილს, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ სავარაუდოდ პატრიარქს გადაუგზავნა, "რუსთავი 2" ავრცელებს
ახალი წელი - დედამიწაზე არსებული დღესასწაულებიდან ყველაზე ძველია
+VIDEO რაგულის სოფელ ცოცხნარაში ჩავაკითხეთ და პირადად მისგან მოვისმინეთ ახდენილი ოცნებების შესახებ...
"ერთხელ მახსოვს, კლასელმა მომაძახა, დედაჩემი მასწავლებელია და დედაშენი კი გამყიდველიო"
წერილი, რომელიც აუქციონზე 20 000 დოლარად იყიდება ჯონ ლენონმა ლინდა და პოლ მაკარტნებს მისწერა
"მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:47 / 23-02-2017  Image მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი - ვემორჩილები პატრიარქს, რომ მღვდელმთავრებმა მამა გიორგისთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ
მე სურვილიც რომ მქონდეს მამა გიორგის შევხვდე, ვემორჩილები პატრიარქს
15:44 / 23-02-2017  Image ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ერთმანეთს "უვიცი" და "უტიფარი" უწოდეს
+VIDEO ბესელია ფარულ-მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ოპოზიციონერის გამოსვლამ გააღიზიანა
23:44 / 23-02-2017  Image მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ
"ალბათ გამისკდება გული და დავისვენებ"
17:21 / 23-02-2017  Image რატომ სვამენ საქართველოში ძირითადად თეთრ ღვინოს და რას ნიშნავს "ფრანგული პარადოქსი"
საქართველო წლიურად ერთ სულ მოსახლეზე 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს
23:23 / 23-02-2017  Image რა არის მენინგოკოკური ინფექცია?
სიკვდილიანობა ძირითადად ელვისებური განვითარებისა და მკურნალობის დაგვიანების ბრალია
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49