"2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადი არ გაიზრდება" - დავით ნარმანია

"2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადი არ გაიზრდება" - დავით ნარმანია

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადი არ გაიზრდება. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს ნარიყალაზე განუცხადა, სადაც ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

"მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება დედაქალაქში 2017 წელს მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.

დედალაქში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაზრდაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" მერიას ფასების გაზრდის თაობაზე შეტყობინება გაუგზავნა. როგორც მერიაში აცხადებენ, მსგავსი შეტყობინება შარშანაც გაიგზავნა, თუმცა ფასები არც გასულ წელს გაზრდილა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი