დიდთოვლობის გამო ხულოსა და შუახევის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო ხულოსა და შუახევის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო, მაღალმთიან აჭარაში - ხულოსა და შუახევის რაიონების სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, უგზოობის გამო სოფლებში ელექტროსადენების დაზიანების ადგილების აღმოჩენა ჭირს.

მათივე განმარტებით, მიუვალია ზოგიერთი სოფელი როგორც სპეციალური მანქანებით, ასევე ფეხით.

"თუმცა, ამის მიუხედავად "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა", - განაცხადეს კომპანიაში.

ამასთან, უამინდობის გამო გზებზე გადაადგილება კვლავ შეიზღუდა. მაღალმთიანეთში ამ დროისთვისაც ქარბუქია.

ქალაქ ბათუმში კი კვლავ წვიმს. შავი ზრვის სანაპიროზე 2 დღის განმავლობაში შტორმული მდგომარეობაა გამოცხადებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი