ბოლო დღეებში გრიპისმაგვარი ვირუსის 254 შემთხვევა დაფიქსირდა - სერგეენკოს რეკომენდაციები მოსახლეობას

 ბოლო დღეებში გრიპისმაგვარი ვირუსის 254 შემთხვევა დაფიქსირდა - სერგეენკოს რეკომენდაციები მოსახლეობას

ბოლო დღეებში გრიპისმაგვარი ვირუსის 254 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია და გაიზარდა პაციენტთა მიმართვიანობა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროტოკოლი აამოქმედა.

"მოგეხსენებათ, რომ ყოველ სეზონზე, გაზაფხულ-შემოდგომაზე ხდება გრიპისმაგვარი დაავადებების გამწვავება. ეს სხვადასხვა მიზეზებებით სხვადასხვა პერიოდში შეიძლება დაიწყოს. ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა. ეს არ არის ეპიდემია, როგორც ასეთი. ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე.

ახლა საბედნიეროდ გვაქვს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით, თუმცა, იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში - გუშინდელი მდგომარეობით 550 ზარი დაფიქსირდა, გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც ჩვენ ვმუშაობდით 3 კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში. კერძოდ, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება ბაღებსა და სკოლებს, ხვალიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება, როდესაც ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი ბავშვების არდასწრება 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება დაიკეტება 3 დღის განმავლობაში. სერგეენკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელების სისუფთავეს.

ამასთან, დავით სერგეენკო მოსახლეობას სთხოვს, იმ პერიოდში, როდესაც მუშაობს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, გრიპის სიმპტომების აღმოცენებისას პირველ რიგში მიმართოს ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო დახმარებას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი