რატომ შეფერხდა მეტროში მოძრაობა - თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

რატომ შეფერხდა მეტროში მოძრაობა - თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს 3 სადგურზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, მეტროს სადგური "სამგორი" მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

"მეტროს სადგური "სამგორი", საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. 09:55 საათიდან პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ ზონურად, კერძოდ "ახმეტელის თეატრიდან" "300 არაგველამდე". ადგილზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი