შავი ზღვის სანაპიროზე ამაღამ 4-6 ბალამდე შტორმს ელოდებიან

შავი ზღვის სანაპიროზე ამაღამ 4-6 ბალამდე შტორმს ელოდებიან

შავი ზღვის სანაპიროზე ამაღამ 4-6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. ამის შესახებ "ამბები.გე"-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შტორმული სიტუაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

უფრო კონკრეტულად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ღამით ზღვაზე 4-6 ბალი შენარჩუნდება, 16 დეკემბერს ზღვის ღელვა 3 ბალამდე დაიკლებს, 17-ში კი კვლავ მოსალოდნელია შტორმული სიტუაციის შექმნა და 4-6 ბალი.

რაც შეეხება ამინდის პროგნოზს მთლიან საქართველოში, 17 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ყველგან თოვაა ნავარაუდევი.

"ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან უფრო ინტენსიურად გავრცელდება, რის გამოც, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი. ხვალ დღისით, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსიობა დაიკლებს", - განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი