რა უშლის ხელს ბავშვის სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?

რა უშლის ხელს ბავშვის სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?

როგორ იცვლება ბავშვის ზრდის ტემპი ასაკის მიხედვით, რით არის გამოწვეული ზრდის პრობლემები და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, რამდენად არის სიმსუქნე და წონის დეფიციტი ენდოკრინული პრობლემა - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ენდოკრინოლოგი ნატა იმედაშვილი გვესაუბრება.

- ბავშვის ორგანიზმი მოზრდილისგან იმით განსხვავდება, რომ იგი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. ზრდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან იწყება და სქესობრივი მომწიფების დასასრულს მთავრდება. ბავშვის სიმაღლის ზრდის ინტენსივობა და მისი საბოლოო დონე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ენდოკრინულ სისტემასთან. ზრდის პროცესში მონაწილეობს ჰორმონთა მთელი გუნდი (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო, კალციუმის მარეგულირებელი ჰორმონი). თითოეულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. გარდა გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორებისა ზრდაში დიდ როლს ასრულებს გარემო პირობები: კვება, კლიმატი, წელიწადის დრო, ფიზიკური აქტივობა, სოციალური პირობები და სხვა.

- როგორ იცვლება ბავშვის ზრდის ტემპი ასაკის მიხედვით?

- ზრდის ტემპი განსაკუთრებით მაღალია მუცლადყოფნის პერიოდში. დაბადების შემდგომ ტემპი ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით მცირდება. პირველი წლის განმავლობაში ახალშობილი საშუალოდ 25 სმ-ს იმატებს. წლის პირველ მეოთხედში სიგრძის ნამატი ყოველთვიურად არის 3 სმ, მეორე მეოთხედში - 2,5 სმ. მესამე მეოთხედში - 2 სმ. და მეოთხე მეთხედში - 1 სმ. 1 წლის მერე ზრდის ტემპი უფრო ნელდება. ახალშობილი თავდაპირველ სიგრძეს 4 წლის ასაკში აორმაგებს და 12 წლის ასაკში ასამმაგებს.

- რით არის გამოწვეული ზრდის პრობლემები და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები?

- ზრდის პრობლემები, კერძოდ ტანდაბლობა შეიძლება იყოს როგორც ენდოკრინული გენეზის, ასევე არაენდოკრინული. ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული ტანდაბლობა მხოლოდ 3-4%-ს შეადგენს. მიზეზი შეიძლება იყოს ზრდის ჰორმონის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე. გარდა ამისა, ტანდაბლობის გამომწვევი შეიძლება იყოს გენეტიკური სინდრომები, როგორიცაა: ტერნერის სინდრომი, რასელ-სილვერის სინდრომი, პრადერ-ვილის სინდრომი და სხვა. რაც შეეხება არაენდოკრინული გენეზის ტანდაბლობას, მათ მიეკუთვნება: ზრდისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხების კონსტიტუციური ფორმები და ოჯახური ტანდაბლობა, რომელთა გავრცელება ტანდაბალ ბავშვთა შორის 40%-მდე აღწევს. ასევე ტანდაბლობა შეიძლება განვითარდეს სომატური დაავადებებისა და ფსიქოემოციური სტრესის ფონზე განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი