სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილი ბავშვი ბათუმის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს

სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილი ბავშვი ბათუმის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს

შუახევის რაიონის სოფელ კარაპეტში, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოვარდნილი ბავშვი ბათუმის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის შუახევის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მოზარდს სისხლდენის საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც მისი სასწრაფოდ ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ბავშვის მდგომარეობას სპეციალისტები დააკვირდებიან.

"სისხლდენის საფრთხე არსებობდა, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ბათუმიდან რეანიმობილის ჯგუფი გამოვიძახეთ, რათა მოზარდი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის შუახევის განყოფილების უფროსმა ფიქრია ჯუმუშაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შუახევის რაიონის სოფელ კარაპეტში, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ბავშვი რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ის სახურავზე ოჯახის წევრებთან ერთად, სახურავის თოვლის მასისგან გაწმენდის მიზნით იმყოფებოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი