"ჩემი შვილივით მიყვარს" - ვინ არის მაკა ძაგანიას საყვარელი პერსონაჟი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან''

"ჩემი შვილივით მიყვარს" - ვინ არის მაკა ძაგანიას საყვარელი პერსონაჟი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან''

საქართველოში დღეს ერთ ადამიანსაც ვერ ნახავ, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებს", ხანდახან მაინც არ უყურებს. ყველა იცნობს თინას, როგორც მკაცრ და სერიოზულ პერსონაჟს და ცოტა, რთული წარმოსადგენია, რომ მისი როლის შემსრულებელი, მაკა ძაგანია ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა. მან ''რეიტინგის'' მკითხველს მოუყვა, რატომ გახდა მსახიობი და ვინ არის მისი საყვარელი პერსონაჟი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან''.

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?

- ქორეოგრაფიულში ვსწავლობდი და შესაბამისად ბალერინობაზე ვოცნებობდი. გართობაში ნაკლებ დროს ვხარჯავდი, ძირითადად ვცეკვავდი, ამით ვერთობოდი კიდეც.

- როგორ დაიწყო თქვენი სამსახიობო კარიერა?

- 1996 წელს, როდესაც მივხვდი, რომ ბალეტი მკვდარი იყო საქართველოში და არაფრის პერსპექტივა არ იყო, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი ქორეოგრაფიულიდან და ჩამებარებია თეატრალურზე. მსახიობობა ყველაზე ახლოსაა ბალეტთან, ტაში, მაყურებელი... თითქმის იგივეა, უბრალოდ ერთგან მხოლოდ სხეულით ლაპარაკობ და თეატრში - არამარტო სხეულით.

- კმაყოფილი ხართ თქვენი გადაწვეტილებით?

- კმაყოფილი ვარ, მაგრამ ძალიან რთული პროფესიაა, ეს არის პროფესია, რომელიც არაფერს არ გპატიობს. როცა მსახიობი ხარ, ვერაფრისთვის ვეღარ იცლი.

- რა არის თქვენთვის წარმატება?

- ცოტა რთული და გლობალური კითხვაა. სიტყვა წარმატება შედეგია და

ამ შედეგს ბევრი რამ სჭირდება: იღბალი, მონდომება, სურვილი, შრომის უნარი, მუშაობა და ა.შ.. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი