ღამით ყინვა, დღისით თოვლი - უახლოესი დღეების პროგნოზი

ღამით ყინვა, დღისით თოვლი - უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს და ხვალ, თბილისში შესაძლოა მოთოვოს. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება.

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. თოვლია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში +1 +6, აღმოსავლეთში კი, 0 +5 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში დღეს და ხვალ შესაძლებელია მცირე თოვლი, ტემპერატურა დღეს ღამე -3, ხვალ დღისით კი, +3 გრადუსი იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი