"აქვს ანორექსია... ფილტვზე აღმოაჩნდა სიმსივნური წანაზარდი..." - ლელა კილაძე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"აქვს ანორექსია... ფილტვზე აღმოაჩნდა სიმსივნური წანაზარდი..." - ლელა კილაძე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებული მაია რჩეულიშვილი რამდენიმე დღის წინ თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მსჯავრდებულის მეუღლისა და ადვოკატის განცხადების საფუძველზე განხორციელდა. როგორც რჩეულიშვილის ადვოკატი მარინა ცუცქირიძე განმარტავს, მსჯავრდებული სამოქალაქო საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს:

"მედპერსონალმა და ციხის ადმინისტრაციამ ეჭვის ქვეშ დააყენა ის, რომ მაია რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო, რაც მის მდგომარეობაში და ასაკში არაა ნორმალური. შეგვატყობინეს, რომ ციხის საავადმყოფოში არაა საკმარისი საშუალებები გამოკვლევების ჩასატარებლად და დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა და სრული გამოკვლევის იქ ჩატარება", - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

როგორია ამჟამად მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა, ამის გასარკვევად AMBEBI.GE მის რძალს, გუკა რჩეულიშვილის მეუღლეს ლელა კილაძეს ესაუბრა:

"მაიას მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა, ის 36 კილოგრამს იწონის, აქვს ანორექსია, არ შეუძლია საკვების მიღება, გადასხმებზეა. ფილტვზე აღმოაჩნდა 17-მილიმეტრიანი წამონაზარდი, რომელიც სიმსივნურია. ბიოფსიას ჯერჯერობით ვერ გაუკეთებენ, რადგან ძალიან სუსტად არის. იმ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს, რომ გაუძლოს ბიოფსიას. ახლა უტარდება გამოკვლევები და ზუსტი დიაგნოზი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

- როდის დამძიმდა მისი მდგომარეობა?

- ერთი თვეა ცუდად არის. ციხის ექიმებმა ვერ გაიგეს ზუსტად რა სჭირდა. ციხის მედპერსონალმა თავიდანვე გვითხრა, ფილტვზე ჩრდილი აქვს და კლინიკაში უნდა გადაიყვანოთო. თავდაპირველად გულის პრობლემები შეექმნა. ორი დღის წინ გადავიყვანეთ ჩაფიძის კლინიკაში.

- გქონდათ მასთან შეხვედრის საშუალება?

- ჩვენ სამწუხაროდ, არ გვეძლევა მასთან შეხვედრის საშუალება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "ჩვენი ოჯახი განადგურდა! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას?" - რუსუდან კერვალიშვილის მიმართვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი