რა მდგომარეობაში არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბაქოში ავარიაში მოყვნენ

რა მდგომარეობაში არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბაქოში ავარიაში მოყვნენ

აზერბაიჯანში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებულია საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც სტაციონარში არიან გადაყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს მსუბუქი დაზიანება აქვთ მიღებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

"საინფორმაციო წყაროებით ცნობილი გახდა მ. წ. 15 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ კი, გაჯიგაბულის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოპერატიული მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ სტაციონარში (ქ. ბაქოს N1 საქალაქო კლინიკური საავადმყოფო) გადაყვანილია საქართველოს (ეთნიკურად აზერბაიჯანელი) სამი მოქალაქე. ვიცე-კონსულმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა სამივე დაზარალებული პირადად მოინახულა. მოქალაქეებს მიღებული აქვთ მსუბუქი დაზიანება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. საელჩო პირდაპირ კონტაქტზეა დაზარალებულების ოჯახის წევრებთან", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი