საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცემა - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცემა - უახლოესი დღეების პროგნოზი

ხვალიდან 22 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დღისით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამე კი ყინვა გაძლიერდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში თოვლიანი ამინდი იქნება.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით ხვალ შუადღიდან გამოიდარებს და ნალექი თოვლის სახით მხოლოდ ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება.

ნიორაძის განცხადეებით, 19 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამე კი ყინვა გაძლიერდება.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამით დასავლეთ საქართველოში -3 +2, ზოგ რაიონში -7, ხოლო მაღალ მთაში -20 გრადუსამდე დაეცემა.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა ღამით -25 გრადუსამდე დაეცემა, დედაქალაქში კი ღამე -6 -7 გრადუსის ფარგლებში იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი