"ეს დიპლომი საზღვარგარეთ გადგება ძალიან ადვილად" - ფარული კადრები, თუ როგორ ხდება ყალბი დიპლომების გაცემა ტექნიკურ უნივერსიტეტში

"ეს დიპლომი საზღვარგარეთ გადგება ძალიან ადვილად" - ფარული კადრები, თუ როგორ ხდება ყალბი დიპლომების გაცემა ტექნიკურ უნივერსიტეტში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სულიკო კ. და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი სევერიან კ. დააკავეს.

ნახეთ ვიდეო| სუს-ი მამხილებელ ვიდეომასალას ავრცელებს, როგორ გადასცემდნენ ყალბ დილპლომებს

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა სულიკო კ. მ და დაცვის თანამშრომელმა სევერიან კ.-მ დაამზადეს და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრის ყალბი დიპლომი.

"აღნიშნულმა პირებმა ყალბი დიპლომის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს 2000 აშშ დოლარი, 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვეს, ხოლო დარჩენილი 1500 აშშ დოლარი გამოართვეს ყალბი დიპლომის გადაცემის დროს, რა დროსაც ისინი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი