დიდთოვლობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია

დიდთოვლობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია

დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია, - ამის შესახებ აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ცნობით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.

"მგზავრები გადაყვანილნი არიან აეროპორტის ტერმინალის შენობაში. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. განახლებულ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი გვერდის მეშვეობით.

შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ აეროპორტის ცხელ ხაზზე: 0341 23 70 00", - ნათქვამია განცხადებაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გზებზე გადაადგილებას პატრული აკონტროლებს - ნახეთ, სად დარჩა და სად მოიხსნა შეზღუდვები საავტომობილო მოძრაობაზე

რა ხდება საქართველოს ავტომაგისტრალებზე - რეგიონალური გზები, სადაც შეზღუდვები მოქმედებს

"სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება" - როგორ აფასებს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას