კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:14 / 20-12-2016
ვალების გამო დატრიალებული ტრაგედია თბილისში - რა წერილი დაუტოვა ბანკს 44 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობამდე
44 წლის გიორგი ხოსრუაშვილმა გასულ კვირას სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა. ორი შვილის მამამ ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო, მანქანაში კი წერილი დატოვა.  წერილში ბანკს, საიდანაც 27 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვა ვალი ჩამოეწერა და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვებინა.

იხილეთ ვიდეო


"პატივცემულო "რესპუბლიკა ბანკის" წარმომადგენლებო, ძალიან გთხოვთ, ჩვენს მიერ გადასახდელ თანხაზე, მგონი 27 ათასი დოლარია, უარი თქვათ. ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლ-კარი... თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის",- წერია წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე ხოსრუაშვილმა ბანკს მისწერა.

Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ბიძაშვილი შალვა ხოსრუაშვილი ესაუბრა:

- უთქმელი კაცი იყო, არ ლაპარაკობდა თავის პრობლემებზე. თურმე ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო და ამის შესახებ ერთი თვის წინ მითხრა. რაც შემეძლო ვეხმარებოდი. მაღაზია ჰქონდა სანზონაში, სადაც საგადასახადო შევიდა და 60 000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ ჯარიმების გარკვეული ნაწილი ჩამოაჭრეს, სესხი აიღო ბანკიდან, მაგრამ გადახდა ვეღარ მოახერხა. მიკროსაფინანსოს ვალებიც ჰქონდა, დოლარი რომ გაძვირდა ას დოლარზე ასი ლარით ზედმეტის გადახდა უწევდა, ადგა და თავი მოიკლა. ვეღარ გაუძლო პრობლემებს. ორი შვილი ობლად დატოვა 77 წლის მამასთან, საიდან უნდა არჩინოს ამ კაცმა ბავშვები. ცოლი ემიგრაციაში ჰყავს, სადაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.

- როდის მოიკლა თავი?
- ბოლოს 6 დეკემბერს ველაპარაკე, 7 დეკემბერს ტელეფონი გამორთო, 6 დღე ვეძებდით, პოლიციაც გვეხმარებოდა, მანქანა ეზოში ჰყავდა დატოვებული... მამამისმა გადაწყვიტა ავტოფარეხში შეეყვანა ავტომობილი და როცა შევიდა იქ ნახა გარდაცვლილი, თავი ჩამოიხრჩო. მანქანაში წინა სავ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არძელზე წერილი ჰქონდა დატოვებული, სადაც ბანკს სთხოვს მისი შვილები სახლ-კარის გარეშე არ დატოვოს. ვერ ვეუბნებით მამამისს, ეს სახლიც დაკარგულია უკვე, ვცდილობთ ბანკთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება, ოჯახი ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩეს, მამამისმა თუ გაიგო სახლის ამბავი, ალბათ თვითონაც იგივეს გააკეთებს. ფაქტობრივად, მშიერი დარჩა მთელი ოჯახი, ლუკმა-პურის გარეშე, განადგურდა ყველა, ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა პირობებმა ამ მდგომარებამდე მიგვიყვანა. ერთი შვილი აბიტურიენტი ჰყავს, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას არ ვიცი. ვისაც შეუძლია ყველას ვთხოვთ, ჩვენი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანოს და არ გაწიროს ოჯახი ქუჩაში დარჩენისთვის.

ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 557477962

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
You must have Flash Player installed in order to see this player.
08:10 / 04-01-2017
ვისაც არ უნდა ნუ აიღებს ამ სესხს და მორჩა ბაზარი; რომელი ქვეყანაა სადაც ბანკი თავისას არ მოითხოვს; მთავრობა რომ უნიათოა და სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის ეს არის პრობლემა და ზოგადად სამწუხაროდ იმპოტენტი ერი ვართ, ზოგადად ყოველთვის სხვისი ხელის შემყურეები (სულ ნატოს და გაეროს უყურებენ სხვა ერები როდის მოუგვარებს პრობლემებს და ოკუპანტის მიმართ ასეთ სიყვარულს მე მგონი ამ პროცენტით არცერთი ერი არ გამოხატავს); ამ ოჯახს კი ყველა უნდა დაეხმაროს
morte
17:35 / 31-12-2016
დაიქცეს ეს ქვეყანაც და მთავრობაცცცც ყველას ვალი აქვსსს კველასსსს უნდა დაიგეგმოს აქციებიიი კველანი გარეთ უნდა გამოვიდეთთთთ კველანიიიი......ფეხებზე ქკიდიათ ხალხიიიი....
manana
მსგავსი სიახლეები
საბანკო სფეროს სპეციალისტები კომბანკების გასაჭირზე დამაჯერებლად საუბრობენ
ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ კარგი იქნებოდა სებ-ის და მთავრობის მხრიდან გამჟღავნება
"მაიძულებენ ვიმუშაო შაბათს და კვირას" - წერდა მაცური ტაკაჰაში გარდაცვალებამდე
"რამდენიმე დღით თბილისში იყო, იქიდან დაბრუნებული თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს"
დაუზუსტებელი ცნობით, მან თავი საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აქციების გაყიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა
ის რაც ჩინეთში მოხდა, საყიდლებზე მოსიარულე მამაკაცის სასოწარკვეთის პიკია
+VIDEO| 15 წლის დენისმა და ეკატერინამ თავიანთი საქციელით მთელი რუსეთი აალაპარაკეს
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე არ ჰქონდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:47 / 23-02-2017  Image მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი - ვემორჩილები პატრიარქს, რომ მღვდელმთავრებმა მამა გიორგისთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ
მე სურვილიც რომ მქონდეს მამა გიორგის შევხვდე, ვემორჩილები პატრიარქს
15:44 / 23-02-2017  Image ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ერთმანეთს "უვიცი" და "უტიფარი" უწოდეს
+VIDEO ბესელია ფარულ-მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ოპოზიციონერის გამოსვლამ გააღიზიანა
23:44 / 23-02-2017  Image მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ
"ალბათ გამისკდება გული და დავისვენებ"
17:21 / 23-02-2017  Image რატომ სვამენ საქართველოში ძირითადად თეთრ ღვინოს და რას ნიშნავს "ფრანგული პარადოქსი"
საქართველო წლიურად ერთ სულ მოსახლეზე 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს
23:23 / 23-02-2017  Image რა არის მენინგოკოკური ინფექცია?
სიკვდილიანობა ძირითადად ელვისებური განვითარებისა და მკურნალობის დაგვიანების ბრალია
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49