რატომ გაყიდა "თიბისი ბანკის" მენეჯმენტმა აქციები?

რატომ გაყიდა "თიბისი ბანკის" მენეჯმენტმა აქციები?

"თიბის ბანკის" რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მიერ აქციების გაყიდვას უკვე მოჰყვა ექსპერტების გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ამ ფაქტს მეტი განმარტება სჭირდება.

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აქციების გაყიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა.

"ის ფაქტი, რომ მენეჯმენტმა თავისი რამდენიმე აქცია გაყიდოს და იმ თანხით სახლი, ბინა ან ნებისმიერი სხვა რაღაც შეიძინოს, ნორმალური ფაქტორია. არც ერთი ძირითადი აქციონერი "თიბისიდან" არ გასულა და გასვლას არც აპირებს",- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

"თიბისი ბანკის" მენეჯმენტის მიერ აქციების გაყიდვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, გაყიდის თუ არა მფლობელი აქციას, ეს მისი უფლებაა. "შეთქმულების თეორიებს ვერ დავუჯერებ ამ შემთხვევაში. როგორც წესი, მენეჯმენტი ფლობს ხოლმე აქციების გარკვეულ რაოდენობას. მათ აქციებს ზოგჯერ ბონუსად აძლევენ. მათგან ვინც აქციები აღნიშნულ პერიოდში გაყიდა, უმრავლესობა წლებია "თიბისი ბანკში" მუშაობს. ვფიქრობ, მათ დაუგროვდათ აქციების გარკვეული რაოდენობა, რაც ფულად აქციეს.

ვერაფერს დავუკავშირებ, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სხვა ბანკებშიც ასე ხდება."-აღნიშნა გიორგი კეპულაძემ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი