ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7831 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7412 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0419 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.8902 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8615 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0287 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი