აგვისტოს ომის დროს მიწაზე წაქცეული სააკაშვილის ცნობილი ფოტოს ისტორია - რას იხსენებს მისი დაცვის ყოფილი უფროსი

აგვისტოს ომის დროს მიწაზე წაქცეული სააკაშვილის ცნობილი ფოტოს ისტორია - რას იხსენებს მისი დაცვის ყოფილი უფროსი

გაზეთ "ქრონიკა+"-სთან ინტერვიუში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, გენერალი თემურ ჯანაშია, რომელიც ჯერ შევარდნაძეს, შემდეგ კი სააკაშვილის იცავდა, ცნობილი ფოტოს ისტორიას იხსენებს, სადაც აგვისტოს ომის დროს მიწაზე წაქცეული სააკაშვილია ასახული.

"აგვისტოს ომის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი იშვიათად იყო პრეზიდენტის სასახლეში. ომის პერიოდში ძალიან ხშირად დავდიოდით საბრძოლო პოზიციებთან ახლოს, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ავიაცია, რომელიც საზღვრისპირა პერიმეტრს ბომბავდა. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუმჩნევლად ვატარებდით.

იმ დღეს უცხოელებთან შეხვედრა გვქონდა. გორის ცენტრში უმართავი სიტუაცია იყო, ადგილზე ძალიან ბევრი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ადგილობრივი მოსახლეობაც შეკრებილი იყო, მათთვის ერთადერთი იმედი პრეზიდენტის დანახვა იყო, უნდოდათ ენახათ, რამდენად მხნედ გამოიყურეობდა. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

ამ შვეხედრის დროს, უცხოელებთან საუბრის შემდეგ, განაპირას მდგომმა ორმა სამხედრომ თვითმფრინავი შენიშნა, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოემართებოდა. სამხედროების შეძახილის შემდეგ ჟურნალისტების პანიკა ატყდა. ჟურნალისტებთან ერთად ადგილობრივებიც იყვნენ. ამ პანიკის შემდეგ უსწრაფესად გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი საევაკუაციო მანქანით გამოგვეყვანა, რადგან, ძირითადი ესკორტის მანქანები ჩახერგილი იყო. გადაადგილების დროს ასეთი რამ მოხდა: დაცვის თანამშრომელი, რომელიც პრეზიდენტის წინ აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა, ბორდიურთან წაბორძიკდა და წაიქცა, მის შემდეგ პრეზიდენტი მოდიოდა და უკან მოჰყვებოდა დაცვის რამდენიმე თანამშრომელიც, რომელიც მას ზურგს უფარავდა. წაქცეული წინა თანამშრომელი სააკაშვილს ფეხებში გაებლანდა, იგი დაეცა და მარჯვენა ხელის მთელი მტევანი ასფალტზე გადაიტყავა. როგორც ჩანს, სწორედ აუტანელი ტკივილის გამო აქვს კადრში ასეთი სახე. დაცვის დანარჩენი თანამშრომლები ინერციით მიყვნენ მას. სხვათა შორის, მომდევნო დღეების კადრებში კარგად ჩანს, რომ სააკაშვილს ხელი შეხვეული აქვს. სულ ეს იყო ის ეპიზოდი, რომელსაც ათასგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა. თვითმფრინავი თავს დაგვტრიალებდა, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ის ადგილი დაემბომბა, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. აი, ასეთ დაძაბულ სიტუაციაში, წაბორძიკების შემდეგ, მოძრაობა რომ გავაგრძელეთ, თანამრომლები გარშემო ხალხს აწყნარებდნენ, რომ პანიკა არ ყოფილიყო".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი