საქართველო - ჩემი ახალი სამშობლო

საქართველო - ჩემი ახალი სამშობლო

საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015 წელს ქვეყანაში 92 560 იმიგრანტია რეგისტრირებული. თუმცა მათი დასაქმების აღრიცხვა სათანადოდ არ ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებელმა 5 578 კაცი შეადგინა. მათ მიერ ყველაზე ხშირად დაკავებული პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა:

მშენებლობა - 1714 ადამიანი

ვაჭრობა - 1468 ადამიანი;

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - 501 ადამიანი;

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 471 ადამიანი;

სასტუმროები და რესტორნები - 460 ადამიანი;

განათლება - 192 ადამიანი.

ზოე პერე, 33 წლის: 2006 წელს საფრანგეთში კავკასიის ხალხთა ფესტივალი იყო და იქ გავიცანი ქართველები. მანამდე კვლევას ვახორციელებდი ქართულ ხალხურ მუსიკაზე. იმ წელსვე ჩამოვედი საქართველოში და ერთი წლით დარჩენა გადავწყვიტე. მას შემდეგ კიდევ ერთ წელს ვამატებ ხოლმე და აი უკევ ათი წელია საქართველოში ვარ. ბევრი რამ მაკავშრებს საქართველოსთან. ქართულ ხალხურ ანსამბლში ვმღერი და უკვე 2 წელზე მეტია მაქვს ჩემი ბარი "ზოესთან". უპირველესად, სიმღერის გამო დავრჩი. ამ პერიოდში, რაც საქართველოშ ვარ, ახალგაზრდების მენტალიტეტი და აზროვნება ძალიან შეიცვალა და ევროპულს დაემსგავსა. ნახევარი თაობა გავიდა მას შემდეგ, მაგრამ თითქოს ორი წელია გასული. ეს ძალიან კარგია, თუმცა მე არ ვამბობ, რომ საკუთარი კულტურა და ტრადიციები უნდა დაივიწყონ. თაობები საფრანგეთში ძალიან გაყოფილია. საქართველოში კი ასე არაა, რაც ძალიან მომწონს. ხელგაშლილები არიან ძალიან ქართველები. თუმცა ქართველებს საკუთარი თვისებების გადაჭარბებით შეფასება და სხვების არდაფასება უყვართ. ეს ნამდვილად არ მომწონს და მინდა საკუთართან ერთად, სხვების დაფასებაც იცოდნენ. ბიზნესის კეთებაც ძალიან მარტივია ქვეყანაში. პროცედურების უმეტესობა ელექტრონულია. საფრანგეთში ელექტრონული სერვისები ამ დონეზე ნამდვიალდ არაა განვითარებული. საქართველოში ჩამომსველებს ვურჩევ, რომ აუცილებლად ისწავლონ ქართული ენა. ასევევ, გაითვალისწინონ, რომ ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს და სურპრიზებისთვის მზად იყვნენ."

როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, ქვეყანაში ბევრი იმიგრანტია. მათ შორისაა 27 წლის დარია ხოლოდილინა.

დარია ხოლოდილინა, 27 წლის: "დონეცკში, უკრაინიაში მივიღე განათლება, შემდეგ კი იზმირში, ბერლინსა და ბონში ვცხოვობდი. საბოლოოდ საქართველოში დასახლება გადავწყვიტე. საქართველოში პირველად 2012 წელს ჩამოვედი. ბერლინში განცნობილ მეგობრებს ვესტუმრე. ეს ვიზიტი მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა. შემდეგ 2013 წელს ივნისსა და აგვისტოში ჩამოვედი. საბოლოოს საქართველოში 2013 წლის ნოემბერში გადმოვედი. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ასოციაციაში ვმუშაობ 2014 წლის მარტიდან. მანამდე სტაჟიორი ვიყავი იქ. 2016 წელს GEM Fest–ის ოგანიზატორთა ჯგუფშიც ვიყავი. ამან ძალიან კარგი გამოცდილება მომცა. საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტე, რადგან ძალიან მომეწონა გარემო, თავისუფლება, რომელიც ნებისმიერი რამის გაკეთების საშუალებას გაძლევს, პერსპექტივაა, რომელიც გარემოს, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლის. ძალიან მომწონს ბუნება და არ მომწონს ის ხალხი, ვინც ამ გარემოს აზიანებს. ასევე, არ მომწონს ის ხალხი, ვინც თვრება და ამბობს რომ ამას ქვეყნისთვის აკეთებს. ზოგადად, ხალხი ძალიან მარტივად საურთიერთობო და გულწრფელია. იმედი მაქვს, მალე გააცნობიერებენ, რომ აურზაური და სიბინძურე, რომელსაც ისინი იწვევენ, ცუდია. უცხოელებს, ვინც საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, ვურჩევ მოემზადონ, რომ ბევრის ჭამა, დალევა და მანქანის მართვა მოუწევთ. ან ფეხით უნდა იარონ ბევრი. იცოდნენ, რომ ბიზნესის რეგისტრაცია მარტივია, მაგრამ ამ ბიზნესის წარმატებით ოპერირებისთვის საჭიროა, რომ ქართული ენა ესმოდეთ ან სანდო ქართველი პარტნიორი ყავდეთ. ასევე, გაითვალისწინონ, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში მაღალია.

საქართველოში საქმიანობის დაწყების გარდა, ბევრი უცხოელი სწავლის მისაღებადაც ჩამოდის. ერასმუსმის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წლებია ევროპელი სტუდენტები საქართველოში იღებენ განათლებას. საქართველოს სახელმწიფო უნივერსტიტეტია ერთ–ერთია მათ შორის, ვინც ერასმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. გაცვლითი პროგრამის კოორდინატორის მარიამ რაზმაძის განმარტებით, უფრო მეტი წასვლის მსურველია, ვიდრე აქ ჩამომსვლელი. მათი მიღება სემესტრულად ხდება.

"შემოდგომის სემესტრში 13 სტუდენტი გვყავდა ევროპის უნივერსიტეტებიდან, გაზაფხულის სემესტრში კი 10–ს ველოდებით. ძირითადად არიან გერმანიიდან, იტალიიდან, ლიტვადან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. სწავლა შეუძლიათ სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ეკონომიკაზე. პროგრამები უმეტესად სამაგისტრო საფეხურზეა. ერთობლივად ცხადდება თსუ–სა და პარტნიორ უნივერსიტეტს შორის კონკურსი. მსურველებმა ჯერ საკუთარ უნივერსიტეტში უნდა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და უმაღლესქულიანები ჩვენთან გადიან კონკურსს. თუ მათ მიერ მოთხოვნილი საგნები ჩვენთან სათანადოდ ისწვალება, რომ მათმა უნივერსიტეტმა აღიაროს ის კრედიტები," – განმარტავს რაზმაძე.

სტუდენტებს შორის ერთ–ერთია 29 წლის კარლ ბრუნინგი. ის იენის უნივერსიტეტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოვიდა ერთი სემესტრით. ის სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს.

კარლ ბრუნინგი, 29 წლის: "რომ ჩამოვედი, კულტურული შოკი მივიღე. თუმცა ახლა ყველაფერს შევეჩიე და ყველას ვურჩევ, ჩამოვიდნენ. თუმცა ჩამოსვლამდე, აუცილებლად წინასწარ მოგვარონ საცხოვრებელი ადგილის საკითხი და გაითვალისწინონ, რომ ქართველები შედარებით ხმაურინი ხალხია. სწავლის ხარისხი მომწონს, მაგრამ ზოგჯერ ლექტორები შეფასებისას ნაკლებად სამართლიანები არიან. ჩემი აზრით, ქვეყანაში ხელვნება მაღალ დონეზეა. მშვიდობისმოყვარე ხალხი არიან. ვაფასებ, მოსახლეობის რელიგიურობას. თუმცა, მგონია, რომ გამყიდველები ხშრად მატყუებენ. ამიტომ ყველაფერს მარკეტებში ვყიდულობ,სადაც ფასები მითითებულია."

იმიგრაციის კანონი

საქართველოშ 2014 წელს იმიგრაციის კანონი და ვიზის გაცემის პროცედურები შეიცვალა. ოფიციალური პირების განმარტებით, შექმნილი ვითარების მოსაწესრიგებლად უპირველეს საჭიროებას წარმოადგენდა არსებული სავიზო პოლიტიკის შეცვლა, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებითა და მათი შესრულების მიზნით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების გადახედვა. საჭირო ცვლილებებიდან გამომდინარე, აგრეთვე, აუცილებელი გახდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაძევების ქმედითი მექანიზმების შემოღება, რაც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. კანონი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ქვეყანაში შემომავალ უცხოელთა ნაკადების უკეთესი მართვისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზისა და მექანიზმების შექმნას. 2014 წლამდე საქართველოს ვიზები, ძირითადად, გაიცემოდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, რაც მრავალ სირთულეს ქმნის უცხოელთა შესახებ მონაცემების ადმინისტრირების კუთხით. კანონის ცვლილების შემდეგ, აღნიშნული პრაქტიკა შეიცვალა და საქართველოს ვიზების გაცემა, ძირითადად, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში ხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სავიზო განაცხადების ეფექტიანი განხილვისა და მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა განისაზღვრა 180-დღიან პერიოდში 90 დღით. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება ევროკავშირში, კერძოდ კი, შენგენის ხელშეკრულების სივრცეში არსებულ პრაქტიკას. ახალი კანონის მიხედვით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს გამარტივებულ პროცედურებს. კერძოდ, ინვესტორს შეუძლია, უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს ნებისმიერი ტიპის ვიზით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი