როგორ ვისწავლოთ საზღვარგარეთ

როგორ ვისწავლოთ საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ განათლების მიღება საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია. თუმცა, განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთადერთია, რომელიც ქართველ სტუდენტებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება.

2015-2016 სასწავლო წლისთვის, საზღვარგარეთ საქართველოდან წასული სტუდენტების რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირდა და 405 შეადგინა.

განათლების საერთაშორისო ცენტრი ს ინფორმაციით, 2014-2016 წლებში ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი - 53 დიდ ბრიტანეთში წავიდა.

აღნიშნულ პერიოდში ცენტრმა 270-მდე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა.

ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, საზღვარგარეთ წასული სტუდებტების რიცხვი სინამდვილეში გაცილებით მეტია:

"აღრიცხვა ამ ადამიანების ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძირითადად სტატისტიკა რაც გვაქვს ეყრდნობა იმას, თუ რას აწვდიან სასწავლებლები სახელმწიფოს. ამგვარად ეს სტუდენტები არიან მხოლოდ გაცვლითი პროგრამებით წასული სტუდენტები. სტატისტიკაში არ შედის საკუთარი ინიციატივით წასული სტუდენტების რაოდენობა".

საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა პროგრამა არსებობს:

"ერასმუს მუნდუსის" გაცვლითი პროგრამა

საზღვარგარეთ სწავლის ყველაზე კარგ შანსს ქართველ სტუდენტებს, ევროპის უნივერსიტეტებს შორის არსებული გაცვლითი პროგრამა "ერასმუს მუნდუსი" აძლევს.

"ერასმუს მუნდუსი" სულ 18 პროგრამას მოიცავს. პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით: იხილეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი