ალექსანდრე ჯეჯელავა - სკოლებში ისეთი რთული პროგრამა აქვთ ბავშვებს, რომ V-VI კლასელებს რეპეტიტორები სჭირდებათ

ალექსანდრე ჯეჯელავა - სკოლებში ისეთი რთული პროგრამა აქვთ ბავშვებს, რომ V-VI კლასელებს რეპეტიტორები სჭირდებათ

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლებში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად რეალური მოთხოვნებისგან სასწავლო პროგამაში ჩამორჩენის საკითხს მიიჩნევს. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 66 ათასი ბავშვი სარგებლობს სასკოლო ავტობუსებით და ამ მიზნით სახელმწიფო წელიწადში 20 მლნ ლარს ხარჯავს. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა კლასში 35-ს არ აჭარბებს. ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ კლასებში მოსწავლეთა გადაჭედილობის და მოსწავლეთა სკოლამდე ფეხით სიარულის პრობლემაზე მეტად აღსაზრდელების სასწავლო პროგამაში ჩამორჩენის საკითხი დგას.

„კლასში ბავშვების რაოდენობაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც გვაქვს და ის უკავშირდება სასწავლო პროგამის ჩამორჩენის საკითხს რეალური მოთხოვნებისგან. სკოლებში ისეთი რთული პროგრამა აქვთ ბავშვებს, რომ რეპეტიტორები სჭირდებათ V-VI კლასელებს, რაც ალბათ წარმოუდგენელია და XI-XII კლასში ლამის აღარაფერი აქვთ საქმე. რაც პირიქით უნდა იყოს. ბავშვი სანამ არის ბავშვი, მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს და მაღალ კლასებში უნდა იყოს აქცენტი სწორედ აკადემიურ მოსწრებაზე და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი