რატომ უწერენ ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს - დაბალი კვალიფიკაცია, თუ მკურნალობა დანაშაულის ნიშნებით

რატომ უწერენ ქართველი ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს - დაბალი კვალიფიკაცია, თუ მკურნალობა დანაშაულის ნიშნებით

28 წლის მარიამს ორი შვილი ჰყავს. ბავშვები თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში არიან რეგისტრირებული, თუმცა მარიამს ისინი კერძო კლინიკაში დაყავს. მათთვის ეს მესამე პოლიკლინიკა და შესაბამისად, მესამე პედიატრი. მაგრამ ოჯახი სამედიცინო მომსახურებით კმაყოფილი არაა, ამიტომაც იძულებულია, ბავშვები კერძო კლინიკაში ატაროს, სადაც ექიმთან კონსულტაცია 50 ლარი ღირს.

ოჯახისთვის ამ ხარჯის გაღება არც ისე მარტივია, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ბავშვებს თვის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე დასჭირდეთ ექიმის კონსულტაცია. რატომ არიან მშობლები პოლიკლინიკების მომსახურებით უკმაყოფილო, სადაც მომსახურება უფასოა და რატომ არჩევენ კერძო კლინიკებს? მიზეზი პოლიპრაგმაზიაა - ავადმყოფისათვის გაუმართლებლად ბევრი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა.

"ზოგჯერ მაინც მიმყავს ბავშვი პოლიკლინიკის ექიმთან, მაგრამ დანიშნული წამლების ყიდვამდე მათ ანოტაციას ვკითხულობ და მხოლოდ ერთ ან ორ წამალს ვყიდულობ. ექიმი კი ხუთზე ნაკლებს არასდროს გვინიშნავს. ჩემი ასეთი მიდგომაც არ აღმოჩნდა შედეგიანი, რადგან არჩეული წამლებიც არაეფექტურია ხოლმე. საბოლოოდ მაინც ჩვენს პედიატრთან მიწევს ბავშვის წაყვანა. ის ერთ ან ორ ეფექტურ წამალს გვინიშნავს ხოლმე. ექიმთან უფასო ვიზიტი ჩვენთვის ფინანსურ ეკონომიას მაინც არ ნიშნავს, რადგან სამაგიეროდ ფულს მის მიერ დანიშნულ არაეფექტურ წამლებში ვიხდი," - "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში განმარტავს მარიამი.

"ერთხელ თავად შევესწარი, როცა პოლიკლინიკაში ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ მოსული. ჩვენს ექიმს რეცეპტის ფურცლები და კალენდარი აჩუქეს, მან კი პაციენტების თანდასწრებით უპასუხა, მე ვიფიქრე საჩუქარი იქნებოდა, ეს რა არისო," - დაამატა მარიამმა.

ეს ისტორია გამონაკლისი არაა. კვლევამ დაადგინა, რომ ექიმები არცთუ იშვიათად პაციენტს რამდენიმე, ხშირ შემთხვევაში ანალოგიური შემადგენლობის მედიკამენტს უწერენ. არის შემთხვევები, როცა ექიმი პაციენტს ათი და მეტი დასახელების წამალს უწერს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი