მეუფე იაკობი პატრიარქის დაცვის უფროსზე: "აუცილებლად გავუშვებ"

მეუფე იაკობი პატრიარქის დაცვის უფროსზე: "აუცილებლად გავუშვებ"

ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებს.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე, სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დაცვა ის ფიგურა არ არის, რომ მასზე ისაუბროს.

იხილეთ ვიდეო

"დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილი, რომ ვილაპარაკო. მაგას აუცილებლად გავუშვებ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დაპირისპირება და მონაწილეობს თუ არა ამაში შორენა თეთრუაშვილი, მეუფე იაკობმა ჟურნალისტები აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად იმასთან გადაამისამართა, "ვინც ამაზე საუბრობს".

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი