"ამ ცივ დღეებში ჭერის და ფანჯრების გარეშე, ცარიელ კედლებში ცხოვრობს 8-სულიანი ოჯახი" - სულისშემძვრელი ფოტოები კახეთიდან

"ამ ცივ დღეებში ჭერის და ფანჯრების გარეშე, ცარიელ კედლებში ცხოვრობს 8-სულიანი ოჯახი" - სულისშემძვრელი ფოტოები კახეთიდან

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია კამპანიამ, რომელიც ერთი ქართული ოჯახის დასახმარებლად წამოიწყეს ფეისბუქ-მომხმარებლებმა თიკო იობიძემ, დარინა ჩაჩანიძემ და მათმა მეგობრებმა. ფოტოები და ის რეალობა, რომელშიც 6-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ნებისმიერ ადამიანს შეძრავს. საბედნიეროდ, კამპანიას დადებითი შედეგები მოჰყვა და ადამიანები უკვე აგროვებენ ნივთებს და თანხას ოჯახის დასახმარებლად. სამწუხაროდ კი, ასეთი ოჯახი არც ისე ცოტაა ჩვენს ქვეყანაში და სულ უფრო ხშირად გვზაფრავს მორიგი საშინელი ისტორია, თუ როგორ თანაარსებობენ ადამიანები ჩვენ გვერდით.

გთავაზობთ რამდენიმე სტატუსს და ფოტოებს, რომლებიც ყველაფერზე თავად მეტყველებენ:

"მეგობრებო ლაგოდეხის რ/ში სოფელ ჰერეთისკარში ამ ცივ დღეებში ჭერის და ფანჯრების გარეშე ცარიელ კედლებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წლების მანძილზე ცხოვრობს 8-სულიანი ოჯახი და ერთ-ერთი პატარა ეპილეფსიით ავადმყოფი ჰყავთ... ჩვენ ვიყავით დღეს და გვსურს სინანულის განცდა (რომ არ ვიყავით აქამდე ინფორმირებულნი), რომელიც ჩვენ დაგვეუფლა, აღარავინ იგრძნოს, როცა მათ ნახავს და გადავწყვიტეთ დახმარება, რომლის ერთ-ერთი ფორმა ამ ინფორმაციის გავრცელებაა. გახსნილია ანგარიში. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ ამ საახალწლოდ გაათბოთ და გაახაროთ ეს პატარები თუნდაც მცირედით. ნამდვილად მადლიან საქმეს გავაკეთებთ ამ საშობაოდ... თუ არ გვაქვს საშუალება თანხის ჩარიცხვის, მაშინ გავაზიაროთ ეს პოსტი. ასე სიკეთის გაკეთების მსურველს ვიპოვით და ესეც დიდი მადლია..."... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი