უპრეცედენტო შემთხვევა: შვილმკვდარი მამა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას საჯელაღსრულების მინისტრს სთხოვს

უპრეცედენტო შემთხვევა: შვილმკვდარი მამა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას საჯელაღსრულების მინისტრს სთხოვს

ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში სასჯელაღსრულების მინისტრს კახი კახიშვილს პირდაპირ ეთერში შვილმკვდარი მამა გაესაუბრა, რომელმაც შვილის მკვლელობის და მკვლელობაში ბრალდებულის საქმის დეტალებზე ისაუბრა. თემურ ყურაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს სხვა ადამიანი იხდის და მსჯავრდებული გიორგი მარღანია დამნაშავე არ არის.

"2010 წლის ივნისის თვეში ახალგაზრდების შელაპარაკება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, სადაც დაიჭრა ჩემი შვილი გულის არეში და 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში.

ბრალდებულად ცნეს 18 წლის გიორგი მარღანია. მას მიესაჯა 12 წელი. ამნისტიით ჩამოეჭრა 1/3, საბოლოოდ 9 წელი მიესაჯა. აქედან 2/3 გასული აქვს პატიმრობის ვადა. 6 წელი და 6 თვეა რაც ზის ციხეში. სასჯელს იხდის გლდანის მერვე საპყრობილეში...

არ მინდა საუბარი ამ ხუთი წლის განმავლობაში რა ტანჯვა მაქვს გავლილი.

ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გიორგის მკვლელობასთან საერთო არაფერი არ აქვს. მაგრამ ხუთი წლის მანძილზე ვარანაირ შედეგს ვერ მივაღწიე. ამ საქმეში იყო ჩართული შალვა შავგულიძე, მივმართე პრეზიდენტს და პატრიარქს შეწყალებით. ბოლოს შარშან მივმართე ადამიანის უფლებათა ცენტრს და მივმართეთ სასამართლოს,  14 მოწმეა იმისა, რომ გიორგი არის უდანაშაულო. ხოლო ორი მოწმით არის ცნობილი დამნაშავედ. სამწუხაროდ, გიორგი ჩემიამ დატოვა ძალაში განაჩენი.

არასდროს დამირღვევია ამ ხუთი წლის განმავლობაში უდანაშაულობის პრეზუმპცია და ამას ახლა გავაკეთებ. მე ვიცი ვინ არის არის ჩემი შვილის მკვლელი, ეს არის ერეკლე ჩ-ძეა. და თუ ეს ასე არ იქნება, მე მზად ვარ სასჯელი მოვიხადო.

ბატონო მინისტრო, რადგან თქვენს კომპეტენციაშია უდოთი პატიმრის გათავისუფლება, მინდა გკითხოთ, დაუშვებთ თუ არა მის მიმართ გამონაკლისს" - განაცხადა თემურ ყურაშვილმა.

მინისტრმა შვილმკვდარ მამას საქმის გადახედვის პირობა მისცა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი