თურქეთის კლინიკა მზად არის ანასტასია ზაალიშვილი მიიღოს და რეანომობილის საკითხიც მოგვარებულია

თურქეთის კლინიკა მზად არის ანასტასია ზაალიშვილი მიიღოს და რეანომობილის საკითხიც მოგვარებულია

თურქეთში კლინიკა "მედიკალ პარკი" მზად არის ანასტასია ზაალიშვილი მიიღოს და რეანომობილის საკითხიც მოგვარებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე ავრცელებს.

"ინტერესიდან გამომდინარე ვწერ დღევანდელ ინფორმაციას ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით. თურქეთში კლინიკა "მედიკალ პარკი" მზად არის ბავშვი მიიღოს და მოგვარებულია რეანომობილის საკითხიც. კლინიკა ესაუბრება იაშვილის კლინიკას. ბავშვის მდგომარეობა თუ მოგვცემს საშუალებას (და ამას მხოლოდ ექიმები საზღვრავენ და მათ საბოლოო დასკვნას ელოდებიან) ბავშვის ტრანსპორტირება მოხდება დღესვე. იმ შემთხვევაში თუ 1%-იანი რისკიც ახლავს ფრენას, დაელოდებიან მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვაკონკრეტებ ყველა ხარჯს ფარავს სოლიდარობის ფონდი და ჯანდაცვის სამინისტრო", - წერს ნინო კობახიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს მკურნალობა ესაჭიროება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი