სიფრაშვილების ექვსშვილიან ოჯახს, რომლის გაჭირვებულმა ყოფამ საზოგადოება შეძრა, საკუთარი სახლი ექნება

სიფრაშვილების ექვსშვილიან ოჯახს, რომლის გაჭირვებულმა ყოფამ საზოგადოება შეძრა, საკუთარი სახლი ექნება

სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრებ სიფრაშვილების ექვსშვილიან ოჯახს, რომლის გაჭირვებულმა ყოფამ საზოგადოება შეძრა, მალე საკუთარი სახლი ექნებათ. ამის შესახებ Ambebi.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის გუბერნატორს დაურეკა და ოჯახისთვის სახლის მოძიება დაავალა. თავის მხრივ გუბერნატორმა პრობლემის მოგვარება მუნიციპალიტეტს სთხოვა. იმედია, სიფრაშვილების ოჯახს დროულად გადავცემთ სახლს", - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

როგორც ცნობილია, სიფრაშვილების ექვსშვილიანი ოჯახის დასახმარებლად უკვე გაიხსნა ანგარიში.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, თანხის შეგროვების შემდეგ, მუნიციპალიტეტი სიფრაშვილებისთვის საცხოვრებელ სახლს შეიძენს, რომელიც ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა.

სიფრაშვილების ოჯახის დასახმარებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ლაგოდეხის გამგეობის ანგარიშზე, სახაზინო კოდით 300 57 32 71.

სიფრაშვილების ოჯახის ფოტოები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ფოტოები და ის რეალობა, რომელშიც 6-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ნებისმიერ ადამიანს შეძრავს.

ასევე ნახეთ: "ამ ცივ დღეებში ჭერის და ფანჯრების გარეშე, ცარიელ კედლებში ცხოვრობს 8-სულიანი ოჯახი" - სულისშემძვრელი ფოტოები კახეთიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი