ბოლო ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ბოლო ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის მკურნალობაში დადებითი დინამიკა გამოიკვეთა და ეს არის მნიშვნელოვანი.

"პატრიარქი გაცილებით უკეთესად არის, დინამიკა დადებითია. მკურნალობა გრძელდება. ტემპერატურა არ აქვს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. მთავარი ტემპერატურა არ არის, მთავარი სხვა რამეა, მაგრამ დინამიკა არის დადებითი და მდგომარეობა ბევრად უკეთესია. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად მიდის", - განაცხადა ცისანა შარტავამ.

მისივე თქმით, პატრიარქი ამჟამად საპატრიარქოში იმყოფება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი