თბილისის რომელი ქუჩები გაფართოვდება და სად აშენდება ახალი ესტაკადები 2017 წელს

თბილისის რომელი ქუჩები გაფართოვდება და სად აშენდება ახალი ესტაკადები 2017 წელს

2017 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა, ბარნოვი, ნუცუბიძე, ჩარგლის ქუჩა და სხვ.

როგორც AMBEBI.GE-ს მერიაში განუცხადეს, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც როგორც მერიაში აცხადებენ, ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

განხორციელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 064,2 ათასი ლარი დაიხარჯება. 2017 წელს ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. ეს არის ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობების განგანტვირთვას - ეს ადგილი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის.

აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა აღნიშნულ გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის აუცილებლობა. ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომლის მეშვეობითაც ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის (გზაგამტარის) მეშვეობით გადაივლის გელოვანის ქუჩას, შეერწყმება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის ქუჩაზე, ამით მოიხსნება კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობა და გაიზრდება კვანძის გამტარუნარიანობა.

წაიკითხეთ ასევე: 2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი