ზაზა ფაჩულია წელს აუცილებლად უნდა მოხვდეს "ოლ სტარზე" - ხმის მიცემის დეტალები

ზაზა ფაჩულია წელს აუცილებლად უნდა მოხვდეს "ოლ სტარზე" - ხმის მიცემის დეტალები

25 დეკემბრის საღამოს 20:00 საათიდან NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩვა დაიწყო.

ყველას გვახსოვს, თუ რა ცოტა დააკლდა შარშან ზაზა ფაჩულიას, მოხვედრილიყო მსოფლიოს უძლიერეს კალათბურთელთა მატჩზე. ზაზას თავის ნომინაციაში მაშინ მხოლოდ კობი ბრაიანტმა, კევინ დიურანტმა და კავაი ლეონარდმა გადაასწრო.

"ოლ სტარისთვის" ხუთეულებს მხოლოდ გულშემატკივრები ირჩევდნენ, მაგრამ NBA-მ წელს შერჩევის პროცედურაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გულშემატკივრების წილი შერჩევაში 50% იქნება, ხოლო 25-25 პროცენტიანი წილი ექნებათ კალათბურთელებს და ჟურნალისტებს.

ზაზა ფაჩულია რომ შარშან ახლოს იყო "ოლ სტართან", ეს ძირითადად ქართველების დამსახურება გახლდათ. მთელი საქართველო აქტიურად იყო ჩაბმული საარჩევნო პროცესში და Facebook-ით, Twitter-ით, NBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდისა და google-ის საიტით ყოველდღიურად ხმას ალევდა ქართველ ცენტრს.

ფაჩულია ალბათ მოხვდებოდა "ოლ სტარში", მის მხარდამჭერთა ნაწილს ხმის მიცემის წესები რომ ზუსტად დაეცვათ. არ შეიძლებოდა ხმის მიცემა დღეში (24 საათში) რამდენჯერმე, ასეთ შემთხვევაში ხმა ანულირდებოდა.

ამიტომ, ამგვარი რამ რომ თავიდან ავირიდოთ, პროცედურა, რომელიც შარშანდელის იდენტურია, ზუსტად უნდა დავიცვათ და ხმის მიცემა თითო სოციალური ქსელიდან ან საიტიდან, დღეში ერთხელ განვახორციელოთ.

მაგალითად, ხმას რომ მივცემთ დილის 12:00 საათზე, მეორე დღის 12:01 საათამდე ეს აღარ გავაკეთოთ, რათა ზაზას ჩვენი 1 ხმა ჩაეთვალოს.

შეგახსენებთ, რომ რეალურად, შესაძლებელია დღეში 4 ხმის მიცემა: Facebook-იდან, Twitter-იდან, Google-ის საძიებო სისტემიდან და nba.com-იდან (ან ამ საიტის ანდროიდისა და IOS-ის აპლიკაციიდან).

გაგაცნობთ ხმის მიცემის პროცედურის დეტალებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუკი ხმის მიცემის დროს მართლწერაში შეცდომა იქნება დაშვებული, ხმა არ დაფიქსირდება.

გაგაცნობთ ხმის მიცემის პროცედურის დეტალებს. ხმის მიცემა შესაძლებელია 4 სხვადასხვა გზით (იხილეთ აქ).

წაიკითხეთ ასევე: "ღირდა იმისთვის ცხოვრება, რომ ზაზა გამეჩინა" - ქალბატონი, რომელმაც ფაჩულიას კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი