სასამართლომ გია გაჩეჩილაძის სარჩელი დააკმაყოფილა და ილია კიკაბიძეს "მაესტროს" ლოგო ჩამოერთვა

სასამართლომ გია გაჩეჩილაძის სარჩელი დააკმაყოფილა და ილია კიკაბიძეს "მაესტროს" ლოგო ჩამოერთვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით "მაესტროს" ლოგოსთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია "მაესტროს" ლოგო ილია კიკაბიძეს ჩამოერთვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სტუდია "მაესტროსა" და ტელეკომპანია "მაესტროს" შორის გაფორმებული ხელშკრულება, რომლითაც "მაესტროს" ლოგო ილია კიკაბიძის კომპანიას უსასყიდლოდ გადაეცა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი პარტნიორთა კრების ის ოქმი, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოწონებული იქნა.

როგორც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, შპს "სტუდია მაესტროს" იმჟამინდელი დირექტორი ბაია გადაბაძე არ არის უფლებამოსილი სხვა პირისთვის გადაეცა თუნდაც უსასყიდლოდ ტელეკომპანიის აქტივი, ისე რომ არ ყოფილიყვნენ აქციონერები და პარტნიორები ამ გარიგების საქმის კურსში.

ილია კიკაბიძე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. რაც შეეხება გია გაჩეჩილაძის მხარეს, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი